თბილისი (GBC) - საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორს, იუჯინ ჟუკოვს შეხვდა.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.

ხაზი გაესვა ADB-ის როლს ქვეყნის ეკონომიკური, სოციალური და ინსტიტუციური განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ახალი ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი პროექტების დაფინანსების შესაძლებლობებს.

ლაშა ხუციშვილმა იმედი გამოთქვა, რომ ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა აქტიურად გაგრძელდება 2024-2028 წლების დამტკიცებული სტრატეგიის შესაბამისად.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, აზიის განვითარების ბანკის მუდმივი მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ლესლი ბერმან ლამი და დელეგაციის სხვა წევრები.