თბილისი (GBC) - კრისტინ ლაგარდი ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტობიდან ვადამდე გადადგება. 04/2027-ის  მოლოდინზე  Financial Times წერს.

კრისტინს, რომელიც ევრობანკს მე-8 წელია მართვას, მანდატი 2027 წლის ოქტომბერში ეწურება. 

გამოცემის ინფორმაციით, რამდენიმე თვით ადრე წასვლით, ლაგარდი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერს ფრიდრიხ მერცს საშუალებას მისცემს, ზედამხედველობა გაუწიონ მისი მემკვიდრის დანიშვნას. 

ლაგარდს ამით სურს, ევრობანკის ახალი თავმჯდომარის შერჩევა საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოესწროს, რომელიც 2027 წელს არის დანიშნული.

მაკრონს კონსტიტუციურად მე-3 ვადით კენჭისყრა ეკრძალება, ბრიუსელსა და პარიზში შიშობენ, რომ რადიკალური პოლიტიკური ძალები - ულტრამემარჯვენე „ეროვნული ასამბლეა“ (RN) და „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ევროპულ ქვეყნებში პოზიციებს გაიმყარებენ.

მარინ ლე პენს და მის პროტეჟე ჯორდან ბარდელას გამოკითხვებში მაღალი რეიტინგი აქვთ, რაც ევროსკეპტიკური ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის პერსპექტივას ზრდის. 

ვადამდე გადადგომაზე წინა კვირას, საფრანგეთის ბანკის მმართველმა, ფრანსუა ვილერუა დე გალამ, ასევე მოულოდნელად განაცხადა, სავარაუდოდ, იგივე მიზეზის გამო.

FT-თან ევრობანკმა უარყო ლაგარდის ვადაზე ადრე გადადგომა და განაცხადა, რომ ის „მთლიანად კონცენტრირებულია თავის მისიაზე“.

ლაგარდის შემცვლელებად ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი კლაას კნოტი და ესპანეთის ბანკის ყოფილი მმართველი პაბლო ერნანდეს დე კოსი განიხილებიან

კნოტი განსაკუთრებით მიმზიდველია ბერლინისთვის, რადგან მერცი თანამოაზრე ჰოლანდიელის მხარდაჭერას ამჯობინებს.

დე კოსი, რომელიც ამჟამად საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკს ხელმძღვანელობს და მას „ფანტასტიკური გუნდური მოთამაშის“ რეპუტაციით სარგებლობს.

ევროპის ცენტრალური ბანკი ევროკავშირი წევრი 20 ქვეყნის მთავარი მონეტარული ორგანოა, რომლის ძირითადი პასუხისმგებლობა ინფლაციის მართვით ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაა. ევრობანკი განსაზღვრავს მონეტარულ პოლიტიკას, ადგენს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთებს.

ევრობანკი ზედამხედველობსევროპულ ბანკებს. ასევე, გასცემს ბანკნოტების ბეჭდვის ნებართვას.

(BRG)