თბილისი (GBC) - ლარი USD დოლართან პოზიციებს იმაგრებს. ეროვნული ვალუტა ივლისშიც გამყარდა, ივნისშიც გამყარდა, კიდევ 0.8% -ით. 04.08.2026-ის მდგომარეობით, სებ-ის ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2.624 ლარია.

სებ-ის თვის მიმოხილვით, ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6806-დან 2.6561-მდე (0.9%-ით), ხოლო ევროს მიმართ 3.1315-დან 3.0621-მდე (2.2%-ით) გამყარდა.

თვის ბოლოს ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 2.6453 და 3.0156 შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ლარიდოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა 2.6693 იყო, მინიმალური კი - 2.6453.

ივნისში, დოლარის საშუალო კურსთან შედარებით, გაცვლითი კურსის მაქსიმალური მნიშვნელობა მინიმალურზე
მეტად იყო გადახრილი.

ივნისში, საშუალოდ დოლართან მიმართებაში, თურქულმა ლირამ, როგორც თვის, ასევე წლიურ ჭრილში
გაუფასურება განაგრძო. თვის ჭრილში, ასევე გაუფასურდა ევრო და რუსული რუბლი. მცირედ გამყარდა სომხური
დრამი, აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად არ შეცვლილა. რაც შეეხება ლარს, გამყარება შეინიშნება როგორც
თვიურ, ასევე წლიურ დონეზე. შედეგად, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი გამყარდა (NEER),
როგორც თვიურ, ისე წლიურ ჭრილში. კერძოდ, ივნისში წლიურად 3.8%-ით, თვის ჭრილში კი 1.7%-ით გამყარდა.