თბილისი (GBC) – საქართველოში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ, რომლის წევრებმა,  ალეხანდრო ჰაიდენბერგის ხელმძღვანელობით, ორშაბათს პირველი შეხვედრა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან გამართეს. 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.

მხარეებმა მიმოიხილეს მიმდინარე წლის ეკონომიკური ვითარება, საშუალოვადიანი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, 2027 წლის ბიუჯეტის ძირითადი მონაცემები, მთავრობის ეკონომიკური რეფორმების დღის წესრიგი.

საუბარი შეეხო 2027 წელს, სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები") გათვალისწინებული მოლაპარაკებების მოსამზადებელ სამუშაოებს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე და ცოტნე ყავლაშვილი.