თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-მ (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) კაპიტალის შემცირების პროექტის ფარგლებში 47,950 სახაზინო აქცია გააუქმა.

აღნიშნული აქციები კომპანიამ ₾107.7 მლნ-იანი აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში გამოისყიდა, რომელიც თავის მხრივ ₾73.4 მლნ-იანი აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის გაგრძელებაა.

2024 წლის აგვისტოში დაწყებული გამოსყიდვის პროგრამის ფარგლებში ჯამში 963,407 აქციაა გაუქმებული.

გამოსყიდვის პროგრამა 2025 წლის 10 ივლისს დასრულდა და შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, პროგრამის ფარგლებში შეძენილი ყველა სახაზინო აქცია გაუქმებულია.

გაუქმების შედეგად ხმათა საერთო რაოდენობამ 43,863,576 აქცია შეადგინა.