თბილისი (GBC) - Lion Finance Group PLC-ის (ყოფილი Bank of Georgia Group PLC/ LSE: BGEO LN) ინფორმაციით, კომპანიამ 94 892 სახაზინო აქცია გააუქმა, რომლებიც ₾107.7 მლნ-ის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის ფარგლებში გამოისყიდა. 

აღნიშნული პროგრამა 2025 წლის 25 თებერვალს დაიწყო და წარმოადგენს ₾73.4 მლნ-ის ღირებულების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის გაგრძელებას, რომელიც 2024 წლის 22 აგვისტოს დაიწყო.

გამოსყიდვის პროგრამის დაწყებიდან (2024 წლის აგვისტოს შემდეგ) ჯამურად გაუქმებულია 831 167 აქცია.

გაუქმების შემდეგ დარჩენილი სახაზინო აქციების რაოდენობა: 10 000

გაუქმების შედეგად, ხმის უფლების მქონე ჩვეულებრივი აქციების საერთო რაოდენობამ 43 985 816 შეადგინა, რაც აქციონერებმა შესაძლოა გამოიყენონ თავიანთი მონაწილეობის ან მისი ცვლილებისას, შეტყობინების ვალდებულების შესრულების მიზნით (FCA-ის წესებით).

გაუქმების მომენტისთვის, (29 მაისი) ხაზინაში 10 000 აქცია იყო, ხოლო მას შემდეგ კი 5 000-5 000 ცალი ორ ნაწილად გამოისყიდა და დღეის მდგომარეობით ხაზინაში 20,000 ჩვეულებრივი აქციაა განთავსებული.