თბილისი (GBC) – Lion Finance Group PLC-ის (ყოფილი Bank of Georgia Group PLC/ BOGG) გენერალური დირექტორის მოადგილემ, კორპორაციული ბანკინგის მიმართულებით, ზურაბ ქოქოსაძემ თავისი კუთვნილი ჯგუფის აქციები გაყიდა. 

კერძოდ, ქოქოსაძემ 10,000 აქცია საშუალოდ £66-ად გაყიდა, რითაც £660,000-ის აგრეგირებული შემოსავალი მიიღო.

ტრანზაქცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 23 მაისს განხორციელდა.