ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი იკლებს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, შემცირდა როგორც "საქართველოს ბანკის" და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე "საქართველოს კაპიტალის”.

ოთხშაბათის ვაჭრობებზე, თბილისის დროით 13:30 საათისთვის, "საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 12.18%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.45 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.138 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. 

TBC PLC-ის აქციების ღირებულება 9.32%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 26.75 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.634 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 6.48%-ით შემცირდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.10 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 460.8 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს.

 

bpn