თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 12–16 ოქტომბრის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასები სხვადასხვა მიმართულებით შეიცვალა. ორი მათგანის ფასები მწვანე ზონაში გადავიდა.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 125.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.62% წინა კვირასთან შედარებით და -8.18% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 311 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 122.10 - 128.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 58 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 50.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.83% წინა კვირასთან შედარებით და -0.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 312 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.64 - 51.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 42.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.41% წინა კვირასთან შედარებით და - 7.20% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 180 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.00 - 45.35 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 37 ათასი აქცია შეადგინა.