თბილისი (GBC) – გალტ & თაგარტის 6–10 ივლისის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამი ქართული კომპანიიდან კვირის ჭრილში მხოლოდ ერთის აქციები გაძვირდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამივე პლუსშია. მათ შორის BGEO–მ და TBCG–მ ორნიშნა პროცენტული ზრდა დააფიქსირეს.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 115.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.36% წინა კვირასთან შედარებით და +11.76% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 192 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 112.80 - 118.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 88 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 46.62 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.17% წინა კვირასთან შედარებით და +10.16% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 246 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 44.58 - 46.82 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 43.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.66% წინა კვირასთან შედარებით და +7.63% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 144 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.45 - 45.30 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 45 ათასი აქცია შეადგინა.