თბილისი (GBC) - მ/ო MBC 113 მილიონიანი პორტფელით, ბაზარს ისე ტოვებს, რომ მისოებისთვის დაკრედიტების 100 000 ლარიანი ლიმიტის გაორმაგებას ვერ ელოდება, ფინანსთა სამინისტროსგან, რომელსაც სებ-ის რეკომენდაცია უკვე აქვს.
MBC-იმ ბანკის ლიცანზია ხუთშაბათს მიიღო. მისოს ბოლო ანგარიშიტ, დაკრედიტება წლიურად 15.3%-ით გაზრდილია, შემოსავლები 15.8%-ით. მისომ 2024-ის 9 თვე ₾ 3 მლნ -ის მოგებით დაასრულა .
ემბისის წმინდა მოგება 3 ჯერ გაეზარდა, პერსონალის ხარჯი 1.3-ჯერ. მისოს სასესხო განაკვეთების შემცირებაზე აქვს გაცხადებული. ბანკად ტრანსფორმაციის შემდეგ, როცა შესაძლებლობა ჩნდება სებ-დან ლარის რესურსი პირდაპირ მოიზიდოს, ბანკის შუამავლობის გარეშე.
MBC-ის გენერალური დირექტორის გია პეტრიაშვილის განცხადებით, მისო, მინიმალური მარჟით მუშაობდა, კომერციულ ბანკზე 7-8 %.პ.-ით ნაკლებით. იმის მიუხედავად, რომ მიკროსაფინანსო ბაზარი საბანკოზე მაღალრისკიანია.
ამ დროისთვის MBC-ი არაუზრუნველყოფილ სესხს 20 000 ლარამდე გასცემს, წლიურ 25-35%-ად, უზრუნველყოფილს (ავტო/ოპოთეკა/ბიზნეს/აგრო/სტარტაპი) კი 20-27%-ის ფარგლებში.
პეტრიაშვილის თქმით, სურვილის მიუხედავად, ბანკზე დაბალი სასესხო განაკვეთის შეთავაზება ვერ ხერხდება, რესურსის სიძვირის გამო. მისოს ერთის მხრივ ბანკი აწვდის საკრედიტო რუსურსს და მეორეს მხრივ პირდაპირ კონკურენციას უწევს მიკროდაკრედიტების ბაზარზე. ასე რომ უკვე მიკრობანკია და კონკურენციაც უნდა დაძლიოს, ნელ-ნელა. ბანკთან უკვე მეტნაკლებად თანაბარ სასტარტო პოზიციაზე
MBC-ის რისკების დირექტორს ნინო დევდარიანს, რომელიც ასევე მიკროსაფინანსოების ლობია (მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი) უჭირს პროგნოზირება, სესხის პროცენტი რა ნიშნულამდე დაიწევს, 22%-იან ზღვარს ჩამოსცდება თუ არა. მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებთან და რეფინანსირების განაკვეთთან ერთად, ეს ბევრ პარამეტრზეა დამოკიდებული.
MBC |
Q3/2024 ₾ |
Q3/2023 ₾ |
აქტივები |
124,852,845 |
115,303,942 |
სესხები |
113,289,250 |
98,080,551 |
შემოსავლები (სა%) |
22,558,456 |
19,525,860 |
მ.შ ლომბარდიდან |
770 |
2,308 |
ხარჯები (არა%) |
10,306,260 |
8,535,417 |
მ.შ. პერსონალის |
6,736,027 |
5,336,261 |
წმინდა მოგება |
3,058,451 |
1,026,530 |
წყარო: BRG