თბილისი (GBC) -კრედიტინფოს განახლებული ანგარიშით, 01.11.2026-ის მდგომარეობით, 2.009 მლნ აქტიური მსესხებელია (01.01.2025 – 1.588 მლნ). სესხებზე ნაშთი 83.7 მლრდ ლარამდეა მომატებული (01.01.2025 – 45.8 მლრდ).
1.644 მილიონი მსესხებელი ბანკის კლიენტია, 86 100 მიკრობანკის და 31 500 მსესხებელი ჰყავს სალიზინოებს.
ბანკის კრედიტებიდან 3 წლამდე ვადაგადაცილებაში 77 000 მსესხებლის (01.01.2025 - 82 365) 137 533 სესხია, ჯამური ნაშთით, 1.654 მლრდ ლარი.*
სულ (ბანკის, მიკრობანკის მისოს, ლომბარდის, სალიზინგო კომპანიის) 84 მლრდ -მდე ლარის მოცულობის აქტიური სასესხო კონტრაქტია გაფორმებული. მ.შ. მიკრობანკების 783.5 მლნ-ის და 936 მილიონი სალიზინგოების პორტფელზე მოდის.
*როგორც იცით, კრედიტინფო მხოლოდ 10 მლნ ლარამდე სესხებს აღრიცხავს. ლიმიტი 2022-ის ბოლოს გაიზარდა ( მანამდე 3 მილიონის კრედიტებს მოიცავდა).
