თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკისა და LEAF-ის თანამშრომლობით, საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო. ტურის მიზანია, ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობები უფრო ხელმისაწვდომი გახადოს.
პირველი საინფორმაციო შეხვედრები რუსთავსა და გორში უკვე გაიმართა.
შეხვედრებზე მოსწავლეები, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები LEAF-ის აკადემიურ მრჩევლებს შეხვდნენ, სადაც მათ საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობების, უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ განაცხადის შევსების პროცესს, გაიგეს, თუ რა ეტაპების გავლაა საჭირო და როგორ უნდა მოემზადონ საერთაშორისო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.
რეგიონული ტური ქუთაისსა და ზუგდიდში გაგრძელდება:
- 16 ნოემბერი | 17:00–18:00 | ქუთაისი - ჭავჭავაძის გამზირი N50;
- 17 ნოემბერი | 14:00–15:00 | ზუგდიდი - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჯანაშიას N14.
შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომლის გავლაც შესაძლებელია ბმულზე.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვით ბმულს.
საერთაშორისო განათლების შესაძლებლობებისა და საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
საქართველოს ბანკი – განათლების მთავარი მხარდამჭერი.
(R)
