თბილისი (GBC) – აზერბაიჯანმა და დიდმა ბრიტანეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი. დოკუმენტი 12 ნოემბერს, დუბლინში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა გააფორმეს.

შეთანხმება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას, განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასა და შუა დერეფნის გაძლიერებას ითვალისწინებს.

მხარეები ასევე ითანამშრომლებენ ფინანსურ ბაზრებზე, მწვანე დაფინანსების, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ყოველწლიური შეხვედრები გაიმართება თანამშრომლობის პროგრესისა და სამომავლო პრიორიტეტების შესაფასებლად.