თბილისი (GBC) - ივნისში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2 მლრდ ლარით  გაიზარდა, 69.9 მლრდ ლარამდე (5m/2023 - 67,8 მლრდ; + 3%m.m)

ივნისში, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 2 მლრდ ლარით  გაიზარდა, 69.9 მლრდ ლარამდე (5m/2023 - ₾67,8 მლრდ; + 3%m.m)

სებ-ის ინფორმაციით, პირველი ივლისის (H1/2023) მდგომარეობით სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მ.შორისაა ციფრული  პეისერა, რომელსაც სრულფასოვანი საქმიანობა არ დაუწყია. ჩამონათვალშის ჯერ კიდევ არის  სანქცირებული ვითიბის შვილობილი, რომლის აქტივებიც H/2023-ისთვის 414 მლნ ლარამდეა.

ბაზარზე 8 ბანკია 1 მლრდ ლარზე მეტი აქტივებით (>1 მლრდ). მილიარდერთა TOP-8 ში კი სისტემური 2 ბანკის ჯამური წილი 80%-ია.

ბანკები >1 მლრდ-იანი აქტივით (000 ₾)

 

 

H1/2023

5m/2023

თიბისი  

26,937,117

25,997,522

საქართველოს ბანკი

26,554,648

25,700,892

ლიბერთი

3,718,872

 3,668,758

ბაზისბანკი

3,100,243

 3,004,338

კრედო

2,307,511

 2,252,435

პროკრედიტ ბანკი

1,699,502

 1,642,074

ტერა ბანკი 

1,602,707

 1,573,304

ქართუ

1,507,020

 1,513,363

     

წყარო: კომერციული ბანკები (GAAP-ით)