თბილისი (GBC) - სებ-მა  ვალუტის გადამცვლელი პუნქტი "ენესენ გრუპი" და მისო MJC ი ჯამში 235 100 ლარით დააჯარიმა, AML კანონმდებლობის დარღვევისთვის. 

ყველაზე მსხვილი სანქცია, 153 600 ლარის ოდენობით, „ენესენ გრუპს“ (მფლობელი და დირექტორი ზურაბ ნიკოლაძე) დაეკისრა. გამოვლინდა შემდეგი ძირითადი დარღვევები:

  • კლიენტებსა და გარიგებებზე ინფორმაციის ელექტრონულ სისტემაში აღურიცხაობის 19 ფაქტი (ჯარიმა 133 000 ლარი)
  • პროგრამული ხარვეზები: სისტემამ ვერ უზრუნველყო საეჭვო და დანაწევრებული გარიგებების გამოვლენა, ასევე სანქცირებული და პოლიტიკურად აქტიური პირების (PEP) იდენტიფიცირება
  • შეუსწავლელია ორ კლიენტთან მიმართებით ფულადი სახსრების წარმომავლობა

MJC (მფლობელი და დირექტორი მახარე ჯამრიშვილი) დაჯარიმებულია 81 500 ლარით, გარიგებებზე ფინანსური მონიტორინგისთვის ინფორმაციის წარუდგენლობისთვის (25 ფაქტი, ჯარიმა 50 000 ლარი). ასევე 3 კლიენტთან მიმართებით დარღვეულია მონიტორინგის წესი, სანქციების რეჟიმი. შეუსწავლელია მისოს კლიენტთა სახსრების წარმომავლობა.