თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის  (სსფ) აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

იერუნ კლიკთან ხუციშცილის შეხვედრაშის მოადგილეებიც (გიორგი კაკაურიძე, ეკატერინე გუნცაძე) მონაწილეობდნენ.

მათ სსფ-სთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც ცნობილია, საქართველოში მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, სსფ-ის წესდების IV მუხლის დებულებით („მეოთხე მუხლის კონსულტაციები“) გათვალისწინებული კონსულტაციების ფარგლებში.

სსფ-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფინანსთა მინისტრს მადლობა გადაუხადა ფონდის მისიასთან თანამშრომლობისა და აქტუალური საკითხების განხილვისთვის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის ურთიერთობის განვითარების მზაობა გამოხატეს.