თბილისი (GBC) - მისო სექტორს შემოსავალი გაეზარდა. Q1/2025-ის მდგომარეობით, 29 მისოს მთლიანი საპროცენტო შემოსავლები -₾ 94 მლნ ლარია, რომლის 62% ლომბარდიდან ამონაგებზე მოდის. 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური მაჩვენებლები სებ-ის  ვიცე-პრეზიდენტმა ამ კვირაში ზედამხედველებთან და ბაზრის წარმომადგენლებთან ერთად მიმოიხილა.

მათ ნინო ჯელაძემ საზედამხედველო მოთხოვნების (მ.შ. კაპიტალის) დამატებაზე უთხრა. როგორც იცით, მისოებისთვის სასესხო ლიმიტი 200 000 ლარამდე გაიზარდა (16.05.2025-დან). რეგულატორმა ბაზრის მონაწილეებს საკანონმდებლო ინიციატივაზე ესაუბრა. ასევე კორპორაციული მართვის და საოპერაციო რისკების  რეგულირების წესში დაგეგმილ ცვლილებაზე.

ნინო ჯელაძის თქმით, მ/ორგანიზაციებში უნდა დაინერგოს ჯანსაღი კორპორაციული კულტურა, რაც მისი თქმით,  კონკურენტუნარიანობის გაზრდას და ინვესტორებთან ნდობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

Q1/2025-ისთვის ბაზარზე 29 მისო 1.5 მლრდ  ლარზე  მეტი მოცულობის (791 481 სესხი) საცალო პორტფელით არის წარმოდგენილი, სადაც 1.2 მლრდ  ლარამდე მოცულობის 730 000 -მდე კრედიტი სალომბარდეა. კონცენტრაციის გაზრდა ბაზრიდან MBC-ის და "კრისტალის" გასვლას უკავშირდება. ამასთან "კრისტალი"  ბაზრის  ლიდერი იყო. მისი მ/ო-დან გასვლით, შესაბამისად პორტფელის საბანკო სექტორში ინტეგრაციით, ბაზარს ბიზნესდაკრედიტებიდან შემოსავალი მოაკლდა. რადგან სექტორში დარჩენილი მე-2 მსხვილი მოთამაშე - „რიკო“ ლომბარდია.

მ/ო-ს ბანკად ტრანსფორმაციის მთავარი საზედამხედველო მოთხოვნა  პორტფელში რეალური ბიზნესის დაკრედიტების წილი (70%) იყო, რომლის დაკმაყოფილებითაც შეძლეს "კრისტალმა" და MBC -იმ საბანკო ლიცენზიის მიღება.

ამ დროისთვის მიკროსაფინანსო ბაზარზე კიდევ ერთი ბანკის პრეტენდენტია, ლაზიკა კაპიტალი, რომელიც ეკონომიკური დოვლათის შექმნაში მონაწილეობს. ბიზნესპროექტებს აფინანსებს და სალომბარდე სესხს საერთოდ არ გასცემს.

Q1/2025-ის მდგომარეობით, მიკროსაფინანსო ბაზარი, 1.8 მლრდ ლარის აქტივებით, 29 მისოს, 373 ფილილით არის წარმოდგენილი.

მომსახურების ყველაზე მეტი ცენტრით ოპერირებს „რიკო“ (68), კრედიტსერვისი + (50), ლიდერკრედიტი (48) და სვის კაპიტალი (35).

 

აქტივები

ფილიალი

რიკო

718.2

68

                                                                  სვის კაპიტალი

 262.3

35

ლიდერ კრედიტი

 202.2

48

სმარტ ფინანსი

   87.4

12

ლაზიკა კაპიტალი

   74.7

19

ევროკრედიტი

   70.4

21

ინტელ ექსპრესი

   61.2

22

კრედიტსერვის+

   57.7

50

ქართული კრედიტი

   16.2

08

წყარო: BRG                       

   მლნ ₾

 

 

მ/ო სექტორის კვარტალური (Q1/2025) წმინდა მოგება 29.06 მლნ ლარია. 

 TOP-5 მ/ო წმ/მოგებით

  Q1/2025    ₾  

რიკო

11 596 953

ევრო

  2.838.415

ლიდერ კრედიტი

  2.007.000

კრედიტსერვის+

  1 072 621

ინტელექსპრესი

  1 046 350

TOP-9 მ/ო სალომბარდე და მთლიანი საპროცენტო შემოსავლებით:

 

 მლნ ₾

 მლნ ₾

ლაზიკა კაპიტალი

-0-**

 3.6**

რიკო ექსპრესი

29.06

33.9

კრისტალი

85.3

85.3

სვის კაპიტალი

****

****

ლიდერ კრედიტი

8.5

10.2

ევრო კრედიტი

6.6

 7.4

კრედიტსერვის+

2.7

  3.6

ინტელ ექსპრესი

0.9

  1.5

ქართ.კრედიტი

  0.012

  0.9

წყარო:

  BRG

 

** მისო, რომელიც ბიზნესპროექტებს აფინანსებს და მიკრობანკობის პრედენდენტია.

**** მრავალპროფილური მისო განახლების პროცესშია და  Q1/2025-ის ანგარიში 18/05-მდე მიუწვდომელია.