თბილისი (GBC) - მსესხებელთა პრეტენზიები გაიზარდა. სებ-ის სტატისტიკით, აგვისტოში ზედამხედველთან შესულ 2 939 საჩივრიდან, 392 პრეტენზია სესხის დამტკიცების და მომსახურების პირობებზეა.
ყველაზე მეტი უკმაყოფილება სამომხმარებლო სესხის ბენეფიციარებისგანაა. ასევე გამოთქმულია საკრედიტო ბარათების მიმართ (56). თანაბარი რაოდენობის პრეტენზიით წარმოდგენილია იპოთეკა (49) და განვადება (49). თუმცა ამასთან სარემონტო სესხი ყველაზე უპრეტენზიოა (0),
ავტო სესხის და ლომბარდის მიმართ 8-8 საჩივარია. აღნიშნული პროდუქტების წილი ბანკების სასესხო პორტფელში უმნიშვნელოა.
პრეტენზიები პროდუქტის ჭრილში
01.09.25 |
|
სამომხმარებლო |
224 939 |
საკრედ. ბარათ. |
56 |
იპოთეკა |
49 |
განვადება |
49 |
ბიზნეს სესხი |
36 |