თბილისი (GBC) - 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები $224 მლნ-ით გაიზარდა და $5.4 მლრდ-ს გადააჭარბა – აგვისტოს $5.2 მლრდ-ის შემდეგ.

საქართველოს ეროვნული ბანკმა მარტში რეზერვები $101.7 მლნ-ით, აპრილში $266.4 მლნ-ით, მაისში $245.4 მლნ-ით, ივნისში $266 მლნ-ით, ივლისში $416.9 მლნ-ით, ხოლო აგვისტოში $199.6 მლნ-ით გაზარდა.

ჯამურად, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში წმინდა შესყიდვებმა $1,5 მლრდ შეადგინა (წმინდა შესყიდვების სექტემბრის სტატისტიკა კი 27 ოქტომბერს გამოქვეყნდება).

ამასთან, 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.2%-ს ($877.8 მლნ) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, $377.8 მლნ-ით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის მტკიცებით, რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 5 ნოემბერს გამოაქვეყნებს.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვებს რაც შეეხება, აგვისტოს ბოლოსთვის აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკს $11 მლრდ–ზე მეტი ჰქონდა დაგროვილი, ხოლო სომხეთის ბანკის რეზერვების მოცულობა $4,2 მლრდ იყო.