თბილისი (GBC) –პარლამენტის პარასკევის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ოპოზიციის კითხვებს უპასუხებს.

თურნავა პარლამენტში ინტერპელაციის წესით შვიდმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიბარა.

ოპოზიცია სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლისგან პასუხს „ლიბერთი ბანკში“ პენსიონერების მიერ აღებულ სესხებთან დაკავშირებით ელის. ამ თემაზე თურნავას პარლამენტიდან ცხრა შეკითხვა გაეგზავნა.

ნათია თურნავასთან ინტერპელაციის გამართვის ინიციატორია პოლიტიკური ჯგუფი “მოქალაქეები“.

მანამდე, 22 თებერვალს, ნათია თურნავა და ლიბერთის გენერალური დირექტორი პრემიერ–მინისტრს შეხვდნენ, სადაც 150 ათასზე მეტი პენსიონერისთვის სესხებზე დარიცხული პროცენტის შემცირებაზე შეთანხმდნენ.