საქსტატმა 10-წლიანი დემოგრაფიული მონაცემები გადაიანგარიშა: 2015-2025 წ...
აღწერათაშორისი პერიოდის
მონაცემების
გადაანგარიშება
საერთაშორისოდ აღიარებული
პრაქტიკაა. მას
რეკომენდაციას უწევენ
საერთაშორისო
ორგანიზაციები და ფართოდ
იყენებენ სხვადასხვა
ქვეყნის სტატისტიკის
სამსახურები. ეს
უზრუნველყოფს აღწერებს
შორის პერიოდის
მონაცემების
თავსებადობასა და
შესადარისობას.მაჩვენებლების
გადაანგარიშების პირველ
ეტაპზე შეფასდა
მოსახლეობის რიცხოვნობის
ცვლილების ძირითადი
კომპონენტების - დაბადების,
გარდაცვალების და
მიგრაციის თავსებადობა 2014
და 2024 წლების აღწერების
შედეგებთან. ჩატარებულმა
ანალიზმა აჩვენა, რომ
ბუნებრივი მოძრაობის
შესახებ არსებული
მონაცემები საკმარისად
მყარ და სანდო
ადმინისტრაციულ საფუძველს
ეყრდნობოდა. შესაბამისად,
აღწერათაშორისი პერიოდის
გადაანგარიშების პროცესში
დაბადებისა და
გარდაცვალების
მაჩვენებლები უცვლელად
იქნა შენარჩუნებული, ხოლო
აღწერებს შორის
გამოვლენილი დემოგრაფიული
ბალანსის კორექტირება
განხორციელდა მიგრაციული
კომპონენტის გადასინჯვის
გზით.მიგრაციის
მაჩვენებლების
გადაანგარიშების
აუცილებლობა რამდენიმე
მეთოდოლოგიურმა და
პრაქტიკულმა გარემოებამ
განაპირობა.უპირველეს
ყოვლისა, უნდა აღინიშნოს,
რომ განსხვავებულია
აღწერებისა და მიგრაციის
მიმდინარე სტატისტიკის
ფარგლებში გამოყენებული
დროითი კრიტერიუმები
მუდმივი საცხოვრებელი
ადგილის (usual residence) და
მიგრანტის სტატუსის
განსაზღვრისთვის.
მოსახლეობის აღწერისას
მუდმივი საცხოვრებელი
ადგილის განსაზღვრა
ეფუძნება ქვეყანაში
ცხოვრების 12-თვიან
კრიტერიუმს, მაშინ როდესაც
მიგრაციის მიმდინარე
სტატისტიკის წარმოებისას
გამოიყენება 6 თვიანი
ზღვარი. აღნიშნული
განსხვავება ნიშნავს, რომ
ერთი და იგივე პირის
გადაადგილება აღწერისა და
მიმდინარე მიგრაციული
სტატისტიკის ფარგლებში
ყოველთვის ერთნაირად არ
კლასიფიცირდება.მეორე
მნიშვნელოვანი გარემოება
დაკავშირებულია ქვეყნის
ტერიტორიულ
თავისებურებებთან.
აღსანიშნავია, რომ
ოკუპირებულ და
საქართველოს ხელისუფლების
მიერ კონტროლირებად
ტერიტორიებს შორის
მოსახლეობის
გადაადგილების შესახებ
სრულყოფილი
ადმინისტრაციული
ინფორმაცია არ არსებობს და
ასეთი გადაადგილებები
მიმდინარე საერთაშორისო
მიგრაციის სტატისტიკაში
ვერ ისახება.მესამე
ფაქტორი უკავშირდება
მიგრაციის მიმდინარე
სტატისტიკის წარმოებისას
გამოყენებული მეთოდის
სპეციფიკას. უნდა
აღინიშნოს, რომ მიგრაციის
სტატისტიკის ძირითადი
ადმინისტრაციული წყაროა
სახელმწიფო საზღვრის
კვეთის შესახებ
ინდივიდუალური
მონაცემები, თუმცა
საზღვრის კვეთის ფაქტი
თავისთავად არ ნიშნავს
მუდმივი საცხოვრებელი
ადგილის შეცვლას.
შესაბამისად, საზღვრის
კვეთის ადმინისტრაციული
ჩანაწერების მიგრაციულ
მოვლენებად კლასიფიცირება
მოითხოვს დროითი
კრიტერიუმების,
ალგორითმებისა და
შეფასებითი მიდგომების
გამოყენებას. ამასთანავე,
მიმდინარე მიგრაციული
სტატისტიკის წარმოებისას
გამოყენებული ზოგიერთი
შეფასებითი კოეფიციენტი
და განაწილების პარამეტრი
ეფუძნებოდა წინა აღწე რის
პერიოდში ჩამოყალიბებულ
მიგრაციულ სტრუქტურასა და
ქცევით მოდელებს.აქვე უნდა
აღინიშნოს, რომ მიგრაცია
დემოგრაფიული პროცესების
ერთ-ერთი ყველაზე
ცვალებადი კომპონენტია და
მნიშვნელოვნად რეაგირებს
ეკონომიკურ, პოლიტიკურ,
სოციალურ და საგარეო
ფაქტორებზე.
განსაკუთრებით მკვეთრი
ცვლილებები დაფიქსირდა
COVID-19-ის პანდემი ის პერიოდში
და ასევე, მის შემდგომ,
რეგიონში განვითარებული
მოვლენების შემდეგ.
შეიცვალა როგორც
საერთაშორისო
გადაადგილების
ინტენსივობა, ისე
ქვეყანაში ყოფნის
ხანგრძლივობა,
განმეორებითი
გადაადგილებების სიხშირე
და სხვადასხვა მიგრაციული
ჯგუფის ქცევა.ისტორიული
მწკრივის
გადაანგარიშებისას
გამოყენებული მეთოდოლოგია
დემოგრაფიული
მაჩვენებლების
გადაანგარიშებისას
გამოყენებულ იქნა
საერთაშორისოდ აღიარებული
და მეცნიერულად
დასაბუთებული
სტატისტიკური მეთოდების
ერთობლიობა, კერძოდ:
კოჰორტულ-კომპონენტური
მეთოდი (Cohort-Component Method), რომლის
მიხედვითაც განხორციელდა
მოსახლეობის
სქესობრივ-ასაკობრივი
ჯგუფების თანმიმდევრული
გადაანგარიშება;
დემოგრაფიული ბალანსის
მეთოდი (Demographic Balancing Method),
რომელიც გამოყენებულ იქნა
მოსახლეობის რიცხოვნობის
ცვლილების
დასაკავშირებლად
დაბადებებთან,
გარდაცვალებებთან,
იმიგრაციასა და
ემიგრაციასთან;
მრავალწყაროიანი
მონაცემთა ინტეგრაციის
მეთოდის (Multi-source Data Integration)
გამოყენებით განხორციელდა
მოსახლეობის აღწერის,
სამოქალაქო აქტების
რეგისტრაციის,
ადმინისტრაციული და სხვა
დამხმარე მონაცემთა
წყაროების ერთიან
ანალიტიკურ ჩარჩოში
გაერთიანება და მათი
გამოყენება დანიშნულებისა
და ხარისხის შესაბამისად;
გეოგრაფიული ჰარმონიზაცია
და რეკლასიფიკაციის
კორექტირების მეთოდის (Geographic
Harmonisation/ Reclassification Adjustment)
საფუძველზე განხორციელდა
ადმინისტრაციული
საზღვრებისა და
დასახლების სტატუსის
ცვლილებების
გათვალისწინება დროითი
შესადარისობის
უზრუნველსაყოფად.
მოსახლეობის რიცხოვნობის
გადაანგარიშება არ
შემოიფარგლა მხოლოდ
ქვეყნის საერთო
მაჩვენებლით.
გადაანგარიშება
განხორციელდა რეგიონების,
მუნიციპალიტეტების,
საქალაქო და სასოფლო
დასახლებების, ასევე
ქალაქებისა და დაბების
დონეზე. აღსანიშნავია, რომ
გადაანგარიშება შეეხო 2016-2024
წლების მოსახლეობის
რიცხოვნობისა და 2015-2024
წლების მიგრაციის
მონაცემებს.2015-2025 წლებში
საქართველოს მოსახლეობის
რიცხოვნობა 5.6%-ით (208.5 ათასი
კაცი), 3 721.9 ათასიდან 3 930.4
ათასამდე
გაიზარდა.ქვეყნის დონეზე
2015-2021 წლებში მოსახლეობის
რიცხოვნობა შედარებით
ზომიერი ტემპით იზრდებოდა
და აღნიშნულ პერიოდში
ზრდამ 63.5 ათასი კაცი (1.7%)
შეადგინა. 2022 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით, წინა წელთან
შედარებით მოსახლეობის
რიცხოვნობა 25 ათასი კაცით
შემცირდა. შემდგომ
პერიოდში ტენდენცია
მკვეთრად შეიცვალა: 2022-2025
წლებში მოსახლეობა 169.9
ათასი კაცით (4.5%)
გაიზარდა.დემოგრაფიული
ბალანსის კომპონენტების
განხილვა საშუალებას
იძლევა მოსახლეობის
რიცხოვნობის წლიური
ცვლილება უფრო ზუსტად
აიხსნას. 1 იანვრის
მდგომარეობით მოსახლეობის
რიცხოვნობის ცვლილება
ასახავს წინა კალენდარული
წლის ბუნებრივი მატებისა
და მიგრაციული სალდოს
შედეგს. 2015-2019 წლებში
ბუნებრივი მატება ჯერ
კიდევ დადებითი იყო, თუმცა
თანდათან მცირდებოდა, ხოლო
მიგრაციული სალდო
უმეტესად ზომიერი
რჩებოდა.2020 წლიდან
ბუნებრივი მატების
მაჩვენებელი უარყოფით
ნიშნულზე გადავიდა. 2020 წელს
დაფიქსირებულმა
უარყოფითმა ბუნებრივმა
მატებამ (-4 ათასი) და
დადებითმა მიგრაციულმა
სალდომ (+19.1 ათასი) 2021 წლის 1
იანვრისთვის მოსახლეობა
დაახლოებით 15 ათასით
გაზარდა. 2021 წელს კი
უარყოფითმა ბუნებრივმა
მატებამ (-14.0 ათასი) და
უარყოფითმა მიგრაციულმა
სალდომ (-11 ათასი), გამოიწვია
2022 წლის 1 იანვრისთვის
მოსახლეობის რიცხოვნობის 25
ათასი კაცით
შემცირება.2022–2024 წლებში
საქართველოში ბუნებრივი
მატების მაჩვენებელი
უარყოფითი იყო (ჯამურად -13.8
ათასი კაცი). ამასთან,
აღნიშნულ პერიოდში
მოსახლეობის საერთო
რაოდენობამ ზრდის
ტენდენცია შეინარჩუნა და 2022
წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1
იანვრამდე 169.9 ათასით
გაიზარდა. მოსახლეობის
რაოდენობის აღნიშნული
ცვლილება დემოგრაფიული
პროცესების ერთობლივი
შედეგია.აღსანიშნავია, რომ
2015-2025 წლებში მოსახლეობის
რიცხოვნობა ძირითადად
რამდენიმე რეგიონში -
თბილისში, აჭარის
ავტონომიურ რესპუბლიკასა
და ქვემო ქართლში გაიზარდა.
დანარჩენ რეგიონებში
მოსახლეობის რიცხოვნობა
შემცირდა, ხოლო
მცხეთა-მთიანეთის
რეგიონში პრაქტიკულად
უცვლელი დარჩა.2015-2025 წლებში
გამოიკვეთა ურბანიზაციის
მაჩვენებლის ზრდის
ტენდენცია. 2015 წლის 1 იანვრის
მდგომარეობით საქალაქო
დასახლებებში ცხოვრობდა 2
135.6 ათასი კაცი, რაც ქვეყნის
მოსახლეობის 57.4%-ს
შეადგენდა. 2025 წლისთვის
საქალაქო დასახლებებში
მცხოვრები მოსახლეობის
რიცხოვნობა 2 445.4 ათასამდე
გაიზარდა, ხოლო მისმა წილმა
მთლიან მოსახლეობაში 62.2%
შეადგინა. შესაბამისად, 2015-2025
წლებში ურბანიზაციის დონე
4.8 პ.პ.-ით გაიზარდა.ამავე
პერიოდში საქალაქო
დასახლებებში მცხოვრები
მოსახლეობის რიცხოვნობა 309.8
ათასი კაცით, 14.5%-ით
გაიზარდა, მაშინ როდესაც
სასოფლო დასახლებების
მოსახლეობა 101.3 ათასი კაცით,
6.4%-ით შემცირდა. ამდენად,
ქვეყნის მოსახლეობის 2015-2025
წლების საერთო მატება
მთლიანად საქალაქო
დასახლებებში მცხოვრები
მოსახლეობის ზრდის ფონზე
განხორციელდა, მაშინ
როდესაც სასოფლო
დასახლებებში მცხოვრები
მოსახლეობის რიცხოვნობა
კლების ტენდენციით
ხასიათდებოდა.მოსახლეობის
სქესობრივ-ასაკობრივი
სტრუქტურა მოსახლეობის
რიცხოვნობის ზრდასთან
ერთად, 2015-2025 წლებში შეიცვალა
მისი სქესობრივ
ასაკობრივი
სტრუქტურაც:კაცების
რიცხოვნობა 1 777.1 ათასიდან 1
881.4 ათასამდე, ქალებისა კი 1
944.8 ათასიდან 2 049.0 ათასამდე
გაიზარდა. ზრდა ორივე
სქესში თითქმის თანაბარი
იყო. შედეგად, კაცების წილი
47.7-დან 47.9%-მდე გაიზარდა,
ქალებისა კი 52.3-დან 52.1%-მდე
შემცირდა. ყოველ 100 ქალზე
კაცების რაოდენობა 91.4-დან
91.8-მდე გაიზარდა, რაც
სქესობრივი დისბალანსის
მცირედ შემცირებაზე
მიუთითებს.ასაკობრივ
სტრუქტურაში ყველაზე
მკაფიოდ ხანდაზმული
მოსახლეობის ზრდა
გამოიკვეთა. 65 წლისა და
უფროსი ასაკის მოსახლეობა
531.3 ათასიდან 690.4 ათასამდე,
ანუ 159.1 ათასით (29.9%-ით)
გაიზარდა, ხოლო მისი წილი
მთლიან მოსახლეობაში 14.3-დან
17.6%-მდე გაიზარდა.0-14 წლის
მოსახლეობა 702.8 ათასიდან 773.3
ათასამდე გაიზარდა, მისი
წილი კი 18.9-დან 19.7%-მდე. 15-64 წლის
მოსახლეობა, ქვეყნის
მოსახლეობის საერთო ზრდის
მიუხედავად, 2 487.8 ათასიდან 2
466.7 ათასამდე, ანუ 21.1 ათასით
შემცირდა, ხოლო მისი წილი
66.8-დან 62.8%-მდე
შემცირდა.საერთაშორისო
მიგრაცია საქსტატის
მონაცემებით, 2015–2024 წლებში
დაფიქსირდა დადებითი
კუმულაციური მიგრაციული
სალდო, რამაც +212.7 ათასი
შეადგინა.2015–2019 წლებში
მიგრაციული ნაკადები
შედარებით სტაბილური იყო:
იმიგრანტების რიცხოვნობა
84.3-დან 94.1 ათასამდე, ხოლო
ემიგრანტებისა 75.7-დან 90.8
ათასამდე მერყეობდა.
შესაბამისად, მიგრაციული
სალდო შედარებით დაბალი და
სტაბილურად დადებითი იყო
(+1.1-დან +8.6 ათასამდე).2020–2021
წლებში ნაკადების
მოცულობა მკვეთრად
შეიცვალა. 2020 წელს
ემიგრანტების რიცხოვნობა 58
ათასამდე შემცირდა, რის
შედეგადაც მიგრაციულმა
სალდომ +19.1 ათასი შეადგინა.
2021 წელს კი, საანგარიშო
პერიოდში უპრეცედენტოდ,
დაფიქსირდა უარყოფითი
მიგრაციული სალდო (−11
ათასი).2022–2024 წლებში
აღინიშნა მიგრაციული
აქტივობის მკვეთრი ზრდა და
მაღალი დადებითი
მიგრაციული სალდო. 2022 წელს
იმიგრანტების რიცხოვნობამ
200.2 ათასს მიაღწია, ხოლო
მიგრაციულმა სალდომ
საანგარიშო პერიოდის
მაქსიმუმი, +89 ათასი
შეადგინა.2023 და 2024 წლებში
მიგრაციული სალდო,
შესაბამისად, +54.8 და +40 ათასი
იყო. ჯამში, 2022–2024 წლებზე
მოდის 2015–2024 წლების
კუმულაციური დადებითი
მიგრაციული სალდოს
დაახლოებით 86%.
1794383189