თბილისი (GBC) -  რუსთაველის რეაბილიტაციამ საახალწლოდ ილუმინაციების განახლების საჭიროება დააყენა. "თბილსერვის ჯგუფი" თბილისის ცენტრის მორთვისთვის 2.5 მლნ  ლარამდე  გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვას ითხოვს.

bpn-ის ინფორმაციით, შესყიდვების სააგენტოს ცნობით, 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შეზღუდულ ვადაში შესყიდვა ღონისძიების სპეციფიკაცამ განაპირონა.

რუსთაველზე ახალი ბოძების და სანათების მონტაჟმა კონცეფციის ცვლილება განაპირობა და საჭირო გახდა ილუმინაციების შესყიდვა.  ჯგუფმა სამუშაოები 10 დეკემბრამდე უნდა დაასრულოს, რომ 2027 -ის სადღესასწაულო აქტივობები ორგანიზება მოესწროს.

"მნიშვნელოვანია ვიზუალური დეტალები და ლოკაციის თავისებურებების გათვალისწინება. ზემოაღნიშნული საკითხი, თავის მხრივ დროში შეზღუდვას იწვევს, ღონისძიების ჩატარება კი შეზღუდულ ვადებში უნდა განხორციელდეს, შესაბამისად 2D ფიგურების, მანათობელი თოკის და კვების ბლოკების შესყიდვა წინასწარ ვერ იქნებოდა დაგეგმილი“, - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.

შესაძენია 900 ცალი 2D ფიგურა, 1 450  მანათობელი თოკი, 72 000 მ განათების თოკი  და 95 კვების ბლოკი.