თბილისი (GBC) - “უნდა არსებობდეს გზა, რომელსაც უწყვეტი განვითარებისკენ მივყავართ“ - ეს 30 წლის წინანდელი ხედვაა, რომელიც პირველმა საინვესტიციო ბანკმა საქართველოში, გალტ & თაგარტმა ბაზარს გაუზიარა. 

აღსანიშნავია, რომ გალტ & თაგარტის სახელს უკავშირდება საინვესტიციო საბანკო მომსახურების, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ქვეყანაში არაერთი ინოვაცია, მათ შორის:

  • 2001 წელს მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრული სპექტრი შესთავაზა.
  • 2006 წელს დაიწყო ქართული კომპანიების მხარდაჭერა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე GDR-ების გამოშვებაში.
  • 2014 წელს განახორციელა პირველი ობლიგაციების საჯარო განთავსება ქართულ კაპიტალის ბაზარზე, რითაც ახალი ეტაპი დაიწყო ადგილობრივი ბაზრის განვითარებაში.
  • 2015 წელს Saxo Bank-თან პარტნიორობით, დანერგა საქართველოში პირველი მრავალაქტივიანი ონლაინ სავაჭრო პლატფორმა – G&T Trader.
  • 2021 წელს DriveWealth-თან და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ხელი შეუწყო  პირველი ქართულენოვანი საცალო საინვესტიციო პლატფორმის განვითარებას მობილბანკში.
  • 2023 წელს  საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადი, გენდერული და sustainability-linked ობლიგაციების სტრუქტურირებასა და გამოშვებაში პიონერის როლი შეასრულა.
  • 2024 და 2025 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.
  • 2026 წელს კი, Global Finance-ის თანახმად, ქვეყანაში საუკეთესო საინვესტიციო ბანკი გახდა.

დღეს „გალტ ენდ თაგარტი“ საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც უცვლელად რჩება მთავარ ინიციატორად, მხარდამჭერად და საიმედო პარტნიორად როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორისთვის.

(R)