თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევად, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით* კომისია შეიქმნა.

პირველი სამუშაო შეხვედრა ოთხშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

წევრები კანდიდატთა შერჩევის პროცედურებზე, შეფასების კრიტერიუმებსა და მუშაობის გრაფიკზე შეთანხმდნენ.

სებ-ის საბჭოში 4 წევრის თანამდებობაა ვაკანტური. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის 28 მსურველის განაცხადია შესული .

კომისიის მორიგი სხდომა 12 აპრილს გაიმართება. შერჩეულ კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტს 2024 წლის 20 აპრილამდე წარედგინება.

* განკარგულება