თბილისი (GBC) – გალ & თაგარტის 6–10 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციები დამაჯერებლად, ზოგ შემთხვევაში ორნიშნა პროცენტითაც კი იზრდება.
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 107.60 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +10.93% წინა კვირასთან შედარებით და +2.09% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 347 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 96.45 - 109.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 123 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 47.16 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +9.29% წინა კვირასთან შედარებით და +5.39% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 385 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 42.48 - 48.26 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 78 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 40.55 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.65% წინა კვირასთან შედარებით და +10.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 145 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 37.85 - 40.60 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.