თბილისი (GBC) - Temu, Shein, ყველა უცხოურ პლატფორმაზე, რომელსაც ანგარიშსწორების ვალუტად ქართული ლარიც აქვს დამატებული, ევრო/დოლარში შესყიდვები 15 აპრილიდან უფასო რჩება, ლარში კი 1.5% საკომისიო ემატება. 

ცვლილების შესახებ, თიბისის და საქართველოს ბანკის კლიენტი წინასწარ იყო ინფორმირებული. ლიბერთის მომხმარებელმა კი გადახდის ახალი სქემის ამოქმედებამდე 1 დღით ადრეც არ იცის რა იცვლება. იმიტომ რომ არც ცხელი ხაზის ოპერატორმა იცის. კეთილის მსურველს კი არ აძლევს დაკვალიანების შესაძლებლობას, რომ სხვა მომხმარებელიც შეცდომაში არ შეიყვანოს.

თიბისის და საქართველოს ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო არხებში სადებეტო ბარათით ლარში (GEL) გადახდისას, 15 აპრილიდან, მაქსიმალურ საკომისიო 10 ლარით განისაზღვრება (1.5%, max ₾10). 5 ლარიანი შენაძენი საკომისიოს გარეშეა.

საერთაშორისო ელექტრონული კომერციით ან/ პოს-ტერმინალზე სადებეტო ბარათით გადახდისას, 1.5% საკომისიო მოქმედებს მხოლოდ ლარზე. ანგარიშსწორების უცხოური ვალუტის (USD, EUR, GBP ...) არჩევისას საკომისიო 0%-ია. ცვლილება ეხება ყველაზე ყველაზე პოპულარულ საიტს, სადაც WizzAir-ის ავიაბილეთი იყიდება. 

ბანკი ტრანზაქციისას ყურადღების მობილიზებას გვირჩევს. გადახდის პროცესში მომხმარებლისთვის თვალსაჩინო იქნება მხოლოდ ტრანზაქციის თანხა, საკომისიოს გარეშე. შესაბამისი საკომისიო ჩამოიჭრება ტრანზაქციისგან დამოუკიდებლად.

ამასთან, უცხოური სავაჭრო/მომსახურების ობიექტის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე ტრანზაქციის თანხის დაბრუნების (რეფანდის) შემთხვევაში, საკომისიო უკან არ ბრუნდება.