თბილისი (GBC) - ქონების დაზღვევის ბაზარი წლიურ 10.5%-იან ზრდას ინარჩუნებს. თუმცა წილი მცირდება.
2024 -ის ნახვარწლიური ანგარიშით, ქონების სადაზღვევო პროდუქტებით მოზიდული ჯამური პრემია 73 მლნ ლარია, მთლიანი ბაზრის (₾ 712 მლნ) 10.2% (H1/2023- 11.2%).
კონცენტრაცია კვლავ მაღალია. სადაზღვევო ბაზრის ამ სეგმენტის 48% - ₾35.2 მლნ ალდაგს უკავია (H1/2023 - 47%; ₾31 მლნ).
თიბისი დაზღვევა 17%-იან წილს ინარჩუნებს, პრემიის 2 მილიონიანი მატებით, ₾12.7 მლნ -მდე (H1/2023 - ₾10.8 მლნ, 17%). 10%-იანი წილით №3 (₾7.4 მლნ) ჯიპიაია.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, ქონების დაზღვევით ალდაგის გამომუშავებული პრემია 9.4 მლნ ლარია, თიბისი დაზღვევის 7.5 მლნ ლარი.
სადაზღვევო ბაზარზე ოპერირებად 19 კომპანიას შორის, ამ დროისთვის მხოლოდ 2-ია საერთაშორისო რეიტინგით.
თიბისი დაზღვევამ Fitch Ratings-სგან, საქართველოს სუვერენული რეიტინგის მაქსიმუმის BB -ის მინიჭებაზე ორშაბათს (16/09.2024) განაცხადა, სტაბილური პროგნოზით.
"ალდაგს" კი უკვე ერთია წელია, AM Best-ისგან, 2023 წლის ოქტომბრიდან აქვს მინიჭებული. წელს ივლისში კი გაუუმჯობესა BB+მდე, პოზიტიური პროგნოზით.
თიბისი დაზღვევა 7 წელია რაც ბაზარზეა, ალდაგი კი 30 წელზე მეტია.
კაპიტალი |
წმ. მოგება |
აკუმ. მოგება | |
ალდაგი |
77.6 |
10.2 |
53.3 |
TBC დაზღვევა |
60.7 |
17.5 |
35.8 |
ჯიპიაი |
36.8. |
4.2 |
7.4 |
უნისონი |
22.9 |
5.7 |
12.8 |
ირაო |
|
|
|
.H1/2024 (მლნ ₾
წყარო: BRG
ფოტო : ალდაგი -ნურაფრის ნუ გეშინია-
მარიამ მინდიაშვილის ილუსტრაციები