თბილისი (GBC) – ყალბი ფულის შენახვა-გასაღებაზე 2 პირი დააკავეს. 

ბრალდებულებმა $3 000 -ის ყალბი 50 დოლარიანების კონვერტაცია მისო "რიკო ექსპრესის" შიდა ქართლის ფილიალებში სცადეს.

"რიკოს" დამფუძნებლის ლაშა ნიკოლაიშვილის ინფორმაციით საეჭვო ტრანზაქციაზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მაშინვე ეცნობა. ამასთან აღნიშნა, რომ კუპიურები მაღალპროფესიულად იყო გაყალბებული, რომლის ამოცნობას მაღალტექნოლოგიური აპარატურა ესაჭიროება, რითაც აღჭურვილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ყველა ფილიალი.

ნიკოლაიშვილი საგამოძიებო უწყებების ოპერატიულობით კმაყოფილია. მისი თქმით, იუველირული სიზუსტით იმუშავეს. დარწმუნებულია, რომ დაპატიმრების შიშით, თაღლითურ სქემას სხვები ვეღარ მიმართავენ. 

მისივე თქმით, ყალბი კუპიურების გადახურდავების მცდელობის ფაქტი არც თუ იშვიათია. თვეში 10-15 შემთხვევაა, თუმცა მცირედი მოცულობებით და ხშირად მომხმარებელმა არც კი იცის, რომ ბანკნოტი ყალბია. 

ასეთი შემთხვევები ოპერატიულად ეცნობება სებ-ს და ფული საზედამხედველო ორგანოს დეტექტორში მოწმდება. თუ სხვადასხვა ზემოქმედებით, მ.შ. ქიმიური ხსნარით დაზიანებულია, ან დამწვარია და კუპიურის ნამდვილობა დასტურდება, ზედამხედველი მეწარმე სუბიექტს, სუბიექტი კი მომხმარებელს ფულს უკან უბრუნებს. 

რიკოს 2 ფილიალში თაღლითობის მცდელობაზე გამოვლენილ 2 პირს . სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილი ესადაგება, რაც  7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.