თბილისი (GBC) - საქართველოს საბანკო ასოციაციამ და სომხეთის ბანკების გაერთიანებამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას  საქართველოს საბანკო ასოციაცია ავრცელებს.

მემორანდუმი ორი ქვეყნის საბანკო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

საქართველოს საბანკო ასოციაციის გუნდმა სტუმრებს ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკები და სტრატეგიული მიმართულებები გააცნო. მონაწილეები ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე და ბიზნეს პარტნიორობების გაფართოებაზე შეთანხმდნენ, ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.