თბილისი (GBC) - სებ-მა დაკრედიტების შენელების გათვალისწინებით, (01.01.2026 მდგომარეობით + 16.7%Y.Y) კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი კვლავ არ აამოქმედა. ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერი კი იზრდება, გაწერილი სქემით.
ფსკ (ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი) აღნიშნავს, რომ კომერციული ბანკები განაგრძობენ კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური კომპონენტის ეტაპობრივ დაგროვებას.
ბანკებს 0.75% ნამეტი რეზერვი მოეთხოვება. 2024-ში ამოქმედებული ბუფერი III ეტაპზეა. I იყო 0.25% და IV - 1%-მდე, სრულად 2027 - ში (15/03) შეივსება.
ფსკ - ის შეფასებით, 01.11.2026-ისთვის სესხები/მშს შეფარდება გრძელვადიანი ტრენდის ქვემოთ ნარჩუნდება, რის შედეგადაც ფარდობის გაპი კვლავ უარყოფითია, რომლის გახანგრძლივებას, სებ-ის ინფორმაციით, მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შეუწყო ხელი.

ამ ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი 0 რჩება.
