თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდის ინფორმაციით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 655 000 ადამიანია. საპენსიო აქტივების ღირებულება კი 7.2 მლრდ ლარს შეადგენს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.8 მლრდ ლარს გადააჭარბა.

2025 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 21 972-მა მოქალაქემ და მათზე პენსიის სახით გაიცა 95.4 მლნ ლარი.