თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ორგანიზებით, ტექნოლოგიურ სფეროში ქალების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით, პანელური დისკუსია „AI-ს ეპოქა: რა იცვლება და რა შესაძლებლობები ჩნდება?“ გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, სპიკერებმა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებული ცვლილებებისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს.

დისკუსიას Theneo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა რობაქიძე უძღვებოდა. ღონისძიების ფარგლებში სპიკერები იყვნენ:

  • მარიამ ჯანჯღავა - AI Products Owner
  • ელენე გაბელაია - პროექტის ანალიტიკოსი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women)
  • თეო ზანგურაშვილი - CEO, Comm School
  • ანა ხოსიტაშვილი - კონტენტ კრეატორი

სპიკერებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი სხვადასხვა სფეროს, რა შესაძლებლობებს ქმნის ტექნოლოგიური პროგრესი და როგორ აისახება ეს დასაქმების ბაზარზე. მათ აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ყურადღება გაამახვილეს იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებიც AI-ის ეპოქაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ადაპტაციის მნიშვნელობასა და ახალი შესაძლებლობების გამოყენებას.

საქართველოს ბანკისთვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, ბანკი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად სხვადასხვა ინიციატივას ახორციელებს, რომლებიც ცოდნის გაზიარებას, ახალი უნარების განვითარებასა და თანამედროვე გამოწვევებისთვის მომზადებას ემსახურება.

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge