თბილისი (GBC) - სების მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, $26.9 მლრდ (₾72.4 მლრდ) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ-ს 70.4%-ია. 4Q25-ში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, წინა კვარტალთან შედარებით, $352.7 მლნ-ით შემცირდა. მათ შორის, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი $440.1 მლნ-ით და სხვა ცვლილებების გამო $14.6 მლნ-ით შემცირდა, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი, შესაბამისად, $72.7 მლნ-ით და $29.4 მლნ-ით გაიზარდა.
სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა $11.7 მლრდ (₾31.6 მლრდ), რაც მშპ-ს 30.7%-ია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია $9.2 მლრდ (₾24.8 მლრდ; მშპ-ს 24.1%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - $780.9 მლნ (₾2.1 მლრდ; მშპ-ს 2%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად,$ 473.1 მლნ (₾1.3 მლრდ; მშპ-ს 1.2%) და $1.3 მლრდ (₾3.4 მლრდ; მშპ-ს 3.3%).
საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა $9.5 მლრდ (₾25.5 მლრდ; მშპ-ს 24.8%), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - $5 მლრდ (₾13.4 მლრდ; მშპ-ს 13%) და კომპანიათაშორისო ვალმა - $2.4 მლრდ (₾6.6 მლრდ; მშპ-ს 6.4%). მთლიანი საგარეო ვალის 86.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, $12.6 მლრდ (₾34 მლრდ) შეადგინა, რაც 2025 წლის მშპ–ს 33.1%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი $5.6 მლრდ-ია (15.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 14.6%-ია.
4Q25-ში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი $38.6 მლნ-ით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი $37.5 მლნ-ით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ვალი $1 მლნ-ით. 2025 წლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა $780.9 მლნ შეადგინა. აქედან, $475.5 მლნ განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ), რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.
მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს. საგარეო ვალის სტატისტიკა წარმოებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის, „საგარეო ვალის სტატისტიკა, სახელმძღვანელო შემდგენელთათვის და მომხმარებლებისათვის“ – 2003, შესაბამისად.