თბილისი (GBC) - სებ-ის სარეზერვო აქტივების კომპოზიცია სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ახსნა.
ალექსანდრე ხაზარაძის განცხადებით, რადგან ქვეყნის ძირითადი ვალდებულებები დენომინირებულია აშშ დოლარსა და ევროში. შესაბამისად რეზერვებიც ძირითადად აღნიშნულ ვალუტებშია.
თუმცა, სებ-ის პოლიტიკა ყოველთვის ითვალისწინებდა სხვა ვალუტების შერევასაც, მცირე ულუფებით. მათ შორის იყო ავსტრალიურ და კანადური დოლარი თუ სხვა.
2021 წლიან ქვეყნის რეზერვებიდან $100 მილიონის ეკვივალენტი განთავსებული იყო ჩინურ იუანშიც.