თბილისი (GBC) - კრიპტო საფულედ, VASP-ად რეგისტრაციისთვის სებ-ს კრიპტოტექ სოლუშენმა მიმართა, რომელიც ბრენდული სახელწოდებით Coinet-ით იოპერირებს. 

ამ დროისთვის სებ-ში რეგისტრაციას უკვე ვირტუალური ვალუტით ლეგალურად ვაჭრობის 40-მდე მსურველი ცდილობს. განაცხადი და დოკუმენტაცია შეტანილი აქვს, 5 000 ლარიანი მოსაკრებელი გადახდილი და მარეგულირებლის გადაწყვეტილებას ელოდება (წყარო: ბიზნესპარტნიორი) 

ჯერჯერობით სებ-ში მხოლოდ ერთი კრიპტოსაფულეა (VASP) რეგისტრირებული. ელ/საფულის (PSP) eMoney-ის შვილობილი MyCoins.

PSP eMoney 15 წელზე მეტია ბაზარზეა და 2 მლნ -ზე მეტი კლიენტის სხვადასხვა გადახდებს, მ.შ. კომუნალურს, საბანკოს, საერთაშორისო ფულად გზავნილებს ემსახურება. აქვს აზარტული საფულე ფსონებისთვის და განაღდებისთვის.

ბუნებრივი რისკების გათვალისწინებით, სებ-ის დამოკიდებულებას, გაძლიერებულ პრევენციაზე, ბაზარიც იზიარებს, თუმცა მოლოდინის განუსაზღვრელი რეჟიმი მაინც არ ეკომფორტულება.

ზედამხედველმა VASPs სუბიექტების დოკუმენტაციის შესწავლის შემოსაზღვრული ვადა გახსნა. აღნიშნული პროცედურა უვადოა და პერიოდულობა განხილვის საჭიროებაზეა მხოლოდ დამოკიდებული.

ციფრული და კრიპტო საფულეების თანხმდებიან, რომ პროდუქტი მაღალრისკიანია.VASP-ის აქტივის ღირებულება ვირტუალურია. შესასწავლია როგორც ტრანზაქციის მიზანი, ასევე გამოსაკვლევია მფლობელების და მხარეების წარმომავლობა. საქმიანობისას მუდმივი მონიტორინგი ეკისრება თავად  "ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერსაც" (VASP). რისთვისაც მზად არიან. მოვაჭრეების თქმით ბაზრის და კლიენტის დაცულობა პირველ რიგში მათ ინტერესშია.

I ეტაპზე, რეგისტრაციიდან 1 წლის განმავლობაში ტრანზაქციები მხოლოდ  ფულის გათეთრების კანონმდებლობის (AML/CFT) მოთხოვნების ნაწილში შემოწმდება, კლიენტის იდენტიფიცირებისთვის, საეჭვო საიმედოობის დასადგენად. VASP-ს პროგრამული უზრუნველყოფის, ანგარიშგების სისტემის და AML/CFT სხვა ვალდებულებების შესრულებისთვის რამდენიმე თვე ეძლევა.

კრიპტო აქტივების სავაჭრო პლატფორმების სებ-ის ზედამხედველობაში მოქცევა აღნიშნული სეგმენტის ლეგალიზაციას ემსახურება. ადმინისტრირება  რამდენიმე მილიარდიანი ბაზრის მოცულობას დააზუსტებს.

VASP-ად რეგისტრაციის  მსურველ 35-ზე მეტ სუბიექტს შორის, რომლებსაც  5 000 ლარიანი სარეგისტრაციო მოსაკრებელი, მოთხოვნის შესაბამისად, სებ-ში სარეგისტრაციო დოკუმენტაციის განხილვის დაწყებისთანავე გადახდილი აქვს, არიან: ქოინმანია, კრიპტალი, ბიტექსჩეინჯი, კრიპტოტექ სოლუშენი,