თბილისი (GBC) - ბანკებმა დაკრედიტება შეანელეს. სებ-ის სტატისტიკით, წლიური ზრდა 4%-მდეა (01.11.2021 - ₾ 41.7 მლრდ).  გასული წლის ნოემბრისთვის დაკრედიტების ზრდა  15%-მდე  იყო (01.11.2020 - ₾ 36.3 მლრდ). მას შემდეგ სებ-მა დაკრედიტების მოსათოკად, მოთხოვნის შესამცირებელი რამდენიმე რეგულაცია  აამოქმედა. ბოლო  იყო  სამომხმარებლო სესხების 3 წლამდე დამოკლევადიანების. სებ-მა მთლიანი პორტფელის 1%-ით შემცირება გათვალა, თუმცა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

ოქტომბერში სავალუტო სესხები 244 მლნ ლარით, ხოლო ლარის 260 მლნ ლარით გაიზარდა.

სებ-ის სტატისტიკით, რეზიდენტი იურიდიული პირებისთვის 01.11.2011-ის მდგომარეობით,19.3 მლრდ ლარის კრედიტებია გაცემული (01.11.2021 - ₾ 20.05 მლრდ) და 12.07 მლრდ ლარის, სავალუტო პორტფელზე მოდის. ბიზნესსესხების დოლარიზაციის კოეფიციენტი 62.5%-ია (L/Y - 67.2%); 

მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტი 55.2% -ია (L/Y - 48.4%).

ბანკების რეიტინგის სესხებით (000 ₾)

 

01.11.2022

01.11.2021

თიბისი ბანკი

16,756,976

16 009 007

 

საქართველოს ბანკი

15,721,295

15 045 058

 

ლიბერთი

2,381,434

  1 912 838

 

ბაზისბანკი

2,037,848

  1 184 034

 

კრედო

1,697,179

  1 428 428

 

პროკრედიტ ბანკი

1,150,154

  1 381 647

 

ტერაბანკი

1,064,365

     944 348

 

ბანკი ქართუ

758,808

     976,905