ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის (სსფ) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
მენეჯმენტმა სსფ-ს მმიაწოდა დეტალური ინფორმაცია ძირითად მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე. ნათია თურნავამ უთხრა სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ინფლაცია, თითქმის ორი წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით დაბალ დონეზე როგორ ნარჩუნდება.
ნათია თურნავამ სსფ-ს წევრებს სებ-ის მაკროეკონომიკური პროგნოზები გააცნო იმსჯელეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე (პროგრამა შეჩერებულია, თუმცა პარტნიორობა გრძელდება)
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ს სანქციების არიდების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულია.
სსფ-ს მისიის ხელმძღვანელთან ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ტექნიკური დახმარების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრას ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავაც მონაწილეობდნენ. ასევე სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი, სებ-ის მიმართულებების ხელმძღვანელები.