16 ქალაქი, 20 კონცერტი - ეს “სუხიშვილების” ტურნეა მექსიკაში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია. 

ტურნეს შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

“სუხიშვილების” კონცერტზე მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, დაესწროს დაუვიწყარ სანახაობას და გაეცნოს ქართულ ტრადიციულ ცეკვებს თანამედროვე ელემენტებით.

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” არ არის მხოლოდ ქორეოგრაფიული დასი, არამედ წარმოადგენს ეროვნულ საგანძურად ქცეულ თაობებს შორის კავშირს, რომელიც ხელს უწყობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას და ამასთან, მის მუდმივ განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ წელს “სუხიშვილების” ანსამბლი 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა “ტრიუმფის 80 წელი” იმართება. გამოფენის ნახვა დამთვალიერებელს 10 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს