თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-ის დირექტორის მოადგილეებმა ნინო მასურაშვილმა და თორნიკე გოგიჩაიშვილმა აქციები გაყიდეს. 

კერძოდ, მასურაშვილმა თავისი კუთვნილი 10,149 ცალი ჩვეულებრივი აქციით ივაჭრა (ნომინალური ღირებულებით £0.01), საშუალო გაყიდვის ფასით £32.37. 19-20 მარტის ტრანზაქციის შედეგად მან £328,503.58-ის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება თორნიკე გოგიჩაიშვილს, მანაც პრაქტიკულად იგივე რაოდენობის აქციები გაყიდა 10,152 ცალი, საშუალო ფასით £32.37.

ჯამურად კი გოგიჩაიშვილმა ასევე 19-20-ში ვაჭრობის შედეგად £328,600.64-ის შემოსავალი მიიღო.

ვაჭრობა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განხორციელდა.