თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ წლიური საბონუსე აქციების გაცემის გადაწყვეტილება დაამტკიცა. აქციები მაღალი და საშუალო რგოლის 10 მენეჯერს გადაეცა.
გასათვალისწინებელია, რომ აქამდე საბონუსე აქციებს ჯგუფი მხოლოდ მაღალი რგოლის მენეჯერებზე გასცემდა. ამჯერად აქციების მიმღებთა ნუსხას ოლივერ ჰიუსი, ბიძინა მაცაბერიძე, გვანცა მურღვლიანი და ნიკოლოზ ღვაბერიძე დაემატნენ. ყველაზე მეტი აქცია წელსაც ვახტანგ ბუცხრიკიძეს ერგო.
£0.01 ნომინალური ღირებულების ჩვეულებრივი აქციები მენეჯერებს გადავადებული აქციების სახით, ანაზღაურების სქემის ფარგლებში გადაეცათ, რომელთა განაღდებასაც თავიანთი ხელშეკრულებების მიხედვით, რამდენიმე წლის განმავლობაში, ეტაპობრივად შეძლებენ.
ტრანზაქცია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 14 მარტს მოხდა.
თითო ჩვეულებრივი აქციის ღირებულება დღეის მდგომარეობით ლონდონის საფონდო ბირჟაზე £45.05 -ია, შესაბამისად, საბონუსე აქციების ღირებულება ≈£8.8 მლნ-ია.
პიროვნება |
პოზიცია |
გადაცემული აქციების რაოდნეობა |
ვახტანგ ბუცხრიკიძე |
TBC PLC-ის CEO |
68,097 აქცია |
გიორგი მეგრელიშვილი |
TBC Bank-ის CEO-ს მოადგილე |
21,347 აქცია |
ნინო მასურაშვილი |
TBC Bank-ის CEO-ს მოადგილე |
23,554 აქცია |
თორნიკე გოგიჩაიშვილი |
TBC Bank-ის CEO-ს მოადგილე |
16,399 აქცია |
გიორგი (გოგა) თხელიძე |
TBC Bank-ის CEO-ს მოადგილე |
24,063 აქცია |
ნიკა ქურდიანი |
TBC PLC-ის უზბეკეთის ოპერაციების CEO |
14,052 აქცია |
ოლივერ ჰიუსი |
საერთაშორისო ბიზნესის დეპარტამენტის ხელმძღვანელი |
19,914 აქცია |
ბიძინა მაცაბერიძე |
TBC Bank-ის მთავარი საინფორმაციო ოფიცერი (CIO) |
5,297 აქცია |
გვანცა მურღვლიანი |
TBC Bank-ის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი |
1,295 აქცია |
ნიკოლოზ ღვაბერიძე |
TBC Bank-ის საცალო დაკრედიტებისა და ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი |
1,416 აქცია |
სულ |
|
195,434 აქცია / ≈£8.8 მლნ |