თბილისი (GBC) – TBC Bank Group PLC (TBC PLC) 2025 წლისთვის ₾1.5 მლრდ-იან მოგებაზე გასვლას გეგმავს, +15%-იანი საშუალო წლიური ზრდით (CAGR).
ხოლო, ჯგუფის გეგმა უზბეკეთში ₾200 მლნ-ზე მეტი მოგების აკუმულირებაა, მთლიანი სესხების წლიური 80%-იანი ზრდის მოლოდინით.
წლის ჭრილში, ჯგუფის დონეზე TBC დივიდენდის გადახდის კოეფიციენტის 25-35%-იან ნიშნულზე გეგმავს, ხოლო კაპიტალზე უკუგების (ROE) მაჩვენებელს ელის, რომ 23%-ზე მაღალი იქნება.
სამიზნე მაჩვენებლებს შორის, ჯგუფი თვიურად ციფრულად აქტიურ მომხმარებლებს (Digital MAU) 7 მლნ-ს ელის, მათ შორის კი 5 მლნ-ზე მეტს უზბეკეთში. FY24-ში Digital MAU უზბეკეთში 5.9 მლნ მომხმარებელი იყო (+37.2% y.y), ხოლო საქართველოში 1.1 მლნ (+14% y.y).
FY24-ში TBC PLC-ის მოგება ₾1.308 მლრდ იყო, +14.7% y.y, ხოლო Digital MAU 7 მლნ, +34% y.y; ROE FY24-ში 25.6% იყო, -0.9 პ.პ y.y.
TBC PLC-ის თავმჯდომარის, არნე ბერგრენის განცხადებით, რიცხვები თავისას ამბობს, უზბეკეთის ბაზარზე სესხების მოცულობა 2024-ში გაორმაგდა, შემოსავლები +99% y.y ხოლო წმინდა მოგება კი +86% y.y ზრდა აჩვენა, ROE-ს 26.9%-იან მაჩვენებელთან ერთად.
კერძოდ, ჯგუფის CEO-ს ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, სესხების მოცულობამ უზბეკეთში ₾1.76 მლრდ შეადგინა ($626 მლნ), შემოსავლებმა ₾414 მლნ ($152 მლნ), ხოლო წმინდა მოგებამ ₾110 მლნ ($41 მლნ) შეადგინა.
მისივე თქმით, სესხები საქართველოში 14%-ით გაიზარდა (y.y), წმინდა მოგება კი 12%-ით, ROE კი თავის მხრივ 25.4% იყო, მიუხედავად იმისა, რომ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებამ მარჟებზე გავლენა იქონია.
“უზბეკეთში, ჩვენ ახლა გვაქვს შესანიშნავი შედეგი - 26.9% ROE და 7.2% ROA, მიუხედავად დიდი ინვესტიციისა ახალ პროდუქტებში, ბექ-ენდ ინფრასტრუქტურაში (როგორიცაა ჩვენი უახლესი მონაცემთა დამუშავების ცენტრი და გენერაციული AI პროექტები) და ფინტექნიკ ტალანტებში“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.