“ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” პროექტი წარმატებით დ...
60 დაფინანსებული საწარმო,
1600-მდე მონაწილე 219
დასაქმებული ადამიანი.
პროექტი “ახალგაზრდული
მეწარმეობა სოფლის
განვითარებისთვის”
წარმატებით
დასრულდა.„ახალგაზრდული
მეწარმეობა სოფლის
განვითარებისთვის“ (RDYE) 46
თვის მანძილზე (დეკემბერი,
2021 - სექტემბერი, 2025),
საქართველოში მერსი
ქორფსის წარმომადგენლობის
(Mercy Corps Georgia) მიერ
ხორციელდებოდა ავსტრიის
განვითარების
თანამშრომლობის (ADC)
დაფინანსებით, ლიბერთი
ბანკის სტრატეგიული
პარტნიორობით, ასევე
სპორტის, ტურიზმისა და
ახალგაზრდობის
საერთაშორისო ფონდის
მხარდაჭერით.RDYE პროექტის
შედეგების პრეზენტაციის
პარალელურად, ამ პროექტით
დაფინანსებულმა
ახალგაზრდებმა საკუთარი
პროდუქცია გამოფენაზე
წარმოადგინეს. შეხვედრას
ესწრებოდნენ პროექტის
გამარჯვებულები, ასევე
კერძო და საჯარო სექტორის
წარმომადგენლები.,,RDYE
პროექტი უმნიშვნელოვანეს
როლს ასრულებს,
ახალგაზრდების ბიზნეს
უნარების განვითარების,
მათი საქმიანობის
მხარდაჭერისა და
გაფართოების
მიმართულებით. მახარებს ის
ფაქტი, რომ პროექტმა შეძლო 60
ახალგაზრდა მეწარმის
ფინანსური მხარდაჭერა
საქართველოს 4 რეგიონში,
რომლებიც თავდაუზოგავად
ავითარებენ თავიანთ
საწარმოებს და აფართოებენ
რეალიზაციის ბაზრებს
ქვეყნის მასშტაბით და მის
ფარგლებს გარეთ. ასევე,
აუცილებლად უნდა
აღინიშნოს დასაქმების
ხელშეწყობის
მნიშვნელოვანი კომპონენტი
- პროექტის ფარგლებში,
სხვადასხვა ფორმატის
სამუშაო განაკვეთზე
(ნახევარი, სრული და
სეზონური) დასაქმდა 219
ადამიანი, მათ შორის - 132
ქალი. ქალთა გაძლიერება კი
ჩვენი ერთ-ერთი
პრიორიტეტული
მიმართულებაა და სწორედ
ამიტომ, განსაკუთრებით
აღსანიშნავია, რომ
დაფინანსებული
ახალგაზრდებიდან 31 ქალი,
ხოლო 29 - კაცი მეწარმეა.
დარწმუნებული ვარ, ისინი
მომავალშიც გააგრძელებენ
თავიანთი საქმიანობის
განვითარებას და მათი
მიღწევები ხელს შეუწყობს
ადგილობრივი ეკონომიკის
გაძლიერებას,
ახალგაზრდების მიგრაციის
შემცირებასა და ახალი
ინიციატივების
პოპულარიზაციას. მინდა
დიდი მადლობა გადავუხადო
დონორსა და პარტნიორებს
პროექტის
მხარდაჭერისთვის. რომ არა
ისინი, RDYE ასეთი
წარმატებული ვერ
იქნებოდა“, - გიგა
სარუხანიშვილი, პროექტის
„ახალგაზრდული მეწარმეობა
სოფლის განვითარებისთვის“
დირექტორი.“ლიბერთისთვის
მცირე და საშუალო ბიზნესის
მხარდაჭერა ერთ-ერთი
მთავარი პრიორიტეტია.
სწორედ ამიტომ, RDYE
პროექტთან თანამშრომლობა
ჩვენთვის განსაკუთრებულ
მნიშვნელობას ატარებს
ინიციატივა, რომელიც
ახალგაზრდებს აძლევს
საშუალებას განავითარონ
სამეწარმეო უნარები და
რეგიონებში შექმნან
კონკურენტუნარიანი
ბიზნესები.მოხარული ვართ,
რომ პროექტის
მონაწილეებმა მიიღეს არა
მხოლოდ ფინანსური რესურსი,
არამედ ლიბერთის მიერ
სპეციალურად შემუშავებული
სასწავლო პროგრამის
საშუალებით პრაქტიკული
ცოდნა და გამოცდილებაც, რაც
მათ იდეების რეალურ და
მდგრად საწარმოებად
ჩამოყალიბებაში
დაეხმარება.ვიმედოვნებთ,
რომ ახალგაზრდა მეწარმეთა
ინიციატივები რეგიონებში
ადგილობრივი ეკონომიკის
გაძლიერებას და ახალი
სამუშაო ადგილების
შექმნას შეუწყობს ხელს” -
ვაჟა მენაბდე, ლიბერთის
მცირე და საშუალო ბიზნესის
მიმართულების
დირექტორილიბერთი ქვეყნის
ერთ-ერთი უმსხვილესი
კომერციული ბანკია,
რომელიც 1,7 მილიონზე მეტ
ფიზიკურ პირსა და 60 000-ზე მეტ
მცირე და საშუალო ბიზნესს
ემსახურება.ბანკის
აქტივები 5.6 მლრდ ლარს
შეადგენს, ხოლო დასაქმებულ
თანამშრომელთა რაოდენობა
5500-ს აღემატება. ლიბერთი
ქვეყნის მასშტაბით
წარმოდგენილია ყველაზე
ფართო ქსელით: 500-მდე
მომსახურების ცენტრით, 663
ბანკომატით,
თვითმომსახურებისა და 9956 POS
ტერმინალoთ საქართველოს
ყველა რეგიონსა და
მუნიციპალიტეტში.განვითარებული
ინფრასტრუქტურის გარდა,
როგორც ფიზიკური, ისე
იურიდიული პირებისთვის
ხელმისაწვდომია
თანამედროვე ციფრული
სერვისები და დისტანციური
მომსახურება.ლიბერთის
მისიაა გააუმჯობესოს
თითოეული ადამიანის, მათი
ოჯახის ცხოვრება და
ბიზნესი
საქართველოში.„ახალგაზრდული
მეწარმეობა სოფლის
განვითარებისთვის“ (RDYE)
პროექტი ხელს უწყობს 1,500-ზე
მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50%
ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და
რელიგიურ უმცირესობების
წარმომადგენელს,
მაღალმთიანი სოფლების
მკვიდრს, ეკომიგრანტსა და
იძულებით გადაადგილებულ
პირს, განივითარონ
სამეწარმეო უნარები და
შესაძლებლობები, რათა
შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი,
ახალი ან/და გააფართოონ
უკვე არსებული,
ახალგაზრდების მიერ
მართული სოფლის
მეურნეობისა და
არასასოფლო-სამეურნეო
საწარმო.პროექტი
ხორციელდებოდა
საქართველოს 4 რეგიონში და
მოიცავდა 18
მუნიციპალიტეტს:ქვემო
ქართლი - რუსთავი, მარნეული,
ბოლნისი, გარდაბანი,
თეთრიწყარო,
წალკასამცხე-ჯავახეთი -
ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი,
ახალციხე, ახალქალაქი,
ნინოწმინდაშიდა ქართლი -
გორი, ქარელი,
კასპიმცხეთა-მთიანეთი -
მცხეთა, დუშეთი, თიანეთი
1758270767