თბილისი (GBC) - "ტერა ბანკმა" სამოგზაურო ბარათის მომსახურება გააძვირა. MASTERCARD TRAVEL-ის და VISA TRAVEL-ის (2-წლიანი ბარათი) წლიური საკომისიო 50 ლარი ₾100 -მდე გაიზარდა.

როგორც ბანკში განაცხადეს, მომსახურებას დაემატა „უნისონის“ 2-კვირიანი სამოგზაურო დაზღვევა. ბარათის მფლობელს შეუძლია სადაზღვევო პაკეტზე უარი თქვას, თუმცა ბარათის საფასური არ დაუკორექტირდება

სამოგზაურო ბარათს ქვეყნის ფარგლებს გარეთ უპროცენტო განაღდების 1 000 ერთეულიანი (₾/$/€/£/¥...) ლიმიტი აქვს. ლიმიტს ზემოთ  თანხის განაღდების საკომისიო 2% მინ.$3-ია. ქვეყნის ფარგლებში ტერას და მის პარტნიორ ლიბერთის ბანკომატში 2% მინ.₾9, სხვა ბანკის ქსელში $3.5.

ტერას სხვა ბანკებისგან განსხვავებული სატარიფო პოლიტიკა აქვს. კლიენტს ფილიალში  განაღდება უფრო იაფი უჯდება. ლარში 0.2% მინ.₾0.5; დოლარში 0.5% მინ.₾1,

ტერაბანკი ქვეყანაში 46 ბანკომატით არის წარმოდგენილი, მ.შ. 38-ით თბილისში (წყარო: ბიზნესპარტნიორი)

არაბი შეიხების ბანკი, 200 მლნ ლარის სააქციო კაპიტალით, მსხვილაქტივებიან ბანკებში, 2.2% წილით, მე-7 -ა. აქციონერებმა რამდენიმე დღის წინ სადამფუძნებლო შეთანხმება განაახლეს, კანონის მოთხოვნის შესაბამისად. რიგგარეშე კრებაზე (08.09.2023) აქციონერებ წარმოადგინა აბჰიჯით ჩოუდურმა