თბილისი (GBC) - თიბისი ლიზინგმა მოიზიდა 10 მილიონი ევრო Cassa Depositi e Prestiti-გან (CDP), ორგანიზაციისგან, იტალიის უმსხვილესი საფინანსო ინსტიტუტისგან, საერთაშორისო განვითარების მიმართულებით.
თიბისის ინფორმაციით, ტრანზაქცია CDP-ის პირველ ინვესტიციაა საქართველოში, რაც ახალი საერთაშორისო ინსტიტუციური კაპიტალის მოზიდვით მნიშვნელოვან პრეცედენტს ქმნის ქვეყანაში.
მოზიდული რესურსი მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა (MSME) მზარდი საჭიროებების დაფინანსებას მოხმარდება.
ეს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპის მდგრადი განვითარების ფონდის (EFSD) მხარდაჭერილია, რაც მნიშვნელოვანი ინიციატივაა MSME-სთვის დაფინანსების დეფიციტის შემცირების მიმართულებით, განსაკუთრებით ევროპულ სამეზობლოში. პროგრამა ხელს უწყობს უთანასწორობის შემცირებას, სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლის ზრდის წახალისებას მთელ რეგიონში.
„მოხარულები ვართ, რომ CDP-ის I ინვესტიცია სწორედ თიბისი ლიზინგმა მოიზიდა, რაც ადასტურებს საერთაშორისო ინვესტორების ნდობას როგორც თიბისი ლიზინგის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის მიმართ. ეს MSME-ებისთვის. CDP-ის თიბისი ლიზინგში ინვესტირების გადაწყვეტილება ასახავს კომპანიის მყარი ფინანსური მაჩვენებლების, საოპერაციო სიმძლავრისა და სტრატეგიული ხედვისადმი ნდობას. ამასთან, ეს თანამშრომლობა ქმნის შესაძლებლობას სხვა ქართული კომპანიებისთვის,“, – ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის ფინანსური დირექტორი.
„ ამ საკრედიტო ხაზის მეშვეობით, CDP მიზნად ისახავს საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებას, ფინანსური ინკლუზიის წახალისებას და გრძელვადიანი მდგრადი განვითარების სტიმულირებას“, – ქრისტინა მორელი, CDP-ის სუვერენული, ფინანსური ინსტიტუტების და კორპორატიული დაფინანსების ხელმძღვანელი – საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობა.
ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, ელჩი პაველ ჰერჩინსკი.
 
     
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
         
         
         
        