თბილისი (GBC) – „ადამიანები ბიზნესის უკან“ - 55-მდე ქართული ბიზნესის და 3 000-ზე მეტი სტუმრის მონაწილეობით, თბილისშის, 4 დეკემბერს ბიზნესგამოფენა გაიმართება.
;.
გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებული გამოფენა თიბისის მხარდაჭერით იმართება. მიზანი, მონაწილე კომპანიებისთვის უნიკალური შესაძლებლობის შექმნაა, პოტენციური მომხმარებლებისთვის პროდუქციის გაცნობის. სხვადასხვა სექტორის ლიდერ კომპანიებთან შეხვედრის, რათა საფუძველი ჩაუყარონ ერთობლივ თანამშრომლობას.
სპეციალურად ღონისძიებისთვის ადგილზე B2B შეხვედრების სივრცე მოეწყობა. გამოფენაზე კომპანიები მოწვეული სტუმრებისთვის პრიზებსაც გაათამაშებნ
ბიზნესგამოფენაში მონაწილეობა უფასოა. მხოლოდ რეგისტრაციაა საჭირო, შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/27ASHPoxB1w5VUM78.
გამოფენა თბილისში უკვე 3 წელია იმართება და მასში არაერთი მსხვილი თუ საშუალო ბიზნესო, დამფუძნებლები და დირექტორები მონაწილეობდნენ.