თბილისი (GBC) – საბანკო სექტორი 2024-ში  >22%-იანი უკუგებას დაწერს. ბაზრის მონაწილეთა ინფორმაციით, 3 წლის განმავლობაში (2021/2022/2023) სისტემა მაღალ მომგებიანობას აჩვენებდა.

2020-თან შედარებით 2021-ის მომგებიანობა საბაზო ეფექტით იყო განპირობებული. 2022-ში ზრდა იყო სტაბილური და ტრენდი 2023-შიც შენარჩუნდა.

თუმცა, 01.02.2024-ის მდგომარეობით, უკვე კლებაა. სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 23%-ია, რომელიც საშედგომო ნიშნულს 3პ.პ.-ით ჩამოსცდება.

01.02.2024-ის მდგომარეობით, სექტორის უკუგება კაპიტალზე (ROE) 25.1%-ია.

ბაზარზე ოპერირებადი 15 ბანკიდან (ანგარიშგება ახლადლიცენზირებული ციფრული ბანკებიდან, პეისერასაც მოიცავს, ჰეშს ჯერ არა) 13-ის კაპიტალი მომგებიანია, მ.შ. აღარ არის სანქცირებული ვითიბი, რომლის ROE  უარყოფითია >9%.  რუსული ბანკის შვილობილმა, რომლის კაპიტალი ჯერ კიდევ საქართველოში რჩება, იანვარი 2.3 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. უარყოფითია  პეისერას კოეფიციენტიც.

ბაზარზე ოპერირებადი 15 ბანკიდან, 12-ის კაპიტალი მომგებიანია, მ.შ. სანქცირებული ვითიბი. უარყოფითია "პაშა ბანკის", "სილქ ბანკის" და ბაზარზე ახლადშესული "პეისერას" (ციფრული ბანკი) კოეფიციენტი.

TOP 5 ბანკი კაპიტალზე მომგებიანობით (ROE)

საქართველოს ბანკი 33.2%
თიბისი ბანკი  22.2%
ლიბერთი ბანკი 19.2%
ბაზისბანკი 19.0%
პროკრედიტ ბანკი  17.4%

წყარო: კომერციული ბანკები (ანგარიშგება IFRS-ით. 01.02.2024)