თბილისი (GBC) - კომერციულ ბანკებს (მ.შ. მიკრობანკებს) უკმაყოფილო კლიენტები შეუმცირდა.
სებ-ის ბოლო საანგარიშო თვის (აპრილი) სტატისტიკით, მარეგულირებელმა ბანკებით უკმაყოფილო კლიენტების 2 511 (მარტში - 2 584) პრეტენზია მიიღო.
სებ-ის სტატისტიკით, მომხმარებლის ყველაზე მეტი - 1 600 საჩივარი მიმდინარე ანგარიშის/სადებეტო ბარათის მომსახურებით გამოწვეული უკმაყოფილებაა.
სასესხო პროდუქტებში ყველაზე მეტი, 300-მდე პრეტენზიაა, სამომხმარებლო კრედიტების პირობებზეა გამოთქმული. მარტთან შედარებით გაზრდილია.
პრეტენზიების რაოდენობა სერვისების მიხედვით: 04/2025/
|
სესხები მიზნობრიოთ |
რაოდენობა |
|
სამომხმარებლო |
292 |
|
ავტოსესხი |
12 |
|
განვადება |
84 |
|
ოვერდრაფტი |
14 |
|
საკრედიტო ბარათი |
77 |
|
ბიზნეს სესხი |
61 |
|
იპოთეკა |
47 |
|
ლომბარდი |
14 |
წყარო: ეროვნული ბანკი
განხილული 2 511 პრეტენზიიდან 1 420 ბანკებმა უსაფუძვლოდ, 352 საფუძვლიანად მიიჩნიეს. 736 განაცხადი განხილვის პროცესშია.