თბილისი (GBC) - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, 2025 წლის სექტემბერში, „ქართულ ოცნებას“ ₾4.1 მლნ შესწირეს.

TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „სექტემბერში პარტიას შესწირეს თანხა მათ, ვის კომპანიებსაც სახელმწიფოსგან მიღებული აქვთ: ₾204 მლნ-ის პირდაპირი შესყიდვები, ₾16 მლნ-ის აგრო სუბსიდიები, 1.4 მლნ კვ.მ მშენებლობის ნებართვები და 17 წიაღისეულის ლიცენზია“.

„დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებს გარდა იმისა, რომ 2015 წლიდან ₾2.5 მლრდ-ის ტენდერები მოიგეს, სახელმწიფოსგან სხვა არაერთი სახის სარგებელი აქვთ მიღებული - პირდაპირი შესყიდვები, აგრო სუბსიდიები, სამშენებლო ნებართვები და წიაღისეული ლიცენზიები.

შემოწირულებების შესახებ მეტი ინფორმაცია, ასევე შემწირველთა ბიზნესინტერესებისა და მათი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ ცნობები მოიძიეთ ჩვენს ვებგვერდზე: www.politicaldonations.ge“, - ნათქვამია ორგანიზაციის ინფორმაციაში.