GBC საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.
GBC საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გილოცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს 1918 წლის 26 მაისს მოეწერა ხელი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
SOUEAST-ის ავტომობილები წარმოდგენილია გეზ მოტორსის მულტიბრენდულ შოურუმში, რომელიც კახეთის გზატკეცილის #15-ში მდებარეობს. ადგილზე მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ SOUEAST-ის სრულ ასორტიმენტს და ისარგებლონ ტექნიკური მომსახურებით.SOUEAST საავტომობილო ბრენდია, რომელიც 1995 წელს დაარსდა. თავდაპირველად ბრენდი Mitsubishi Motors-თან ერთად აწარმოებდა ავტომობილებს საერთაშორისო ბაზრებისთვის. 2024 წლიდან კი ის ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ ავტომწარმოებელს Chery Group-ს შეუერთდა. ამ გაერთიანების შედეგად SOUEAST ახალი იდენტობა მიენიჭა, რაც ყოველდღიური ცხოვრების რიტმის გამარტივებაში ითარგმნება. SOUEAST სპეციალიზებულია SUV ავტომობილებზე და მომხმარებლებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, უსაფრთხოების ინტეგრირებულ სისტემებს, კომფორტულ ინტერიერსა და დახვეწილ დიზაინს სთავაზობს.სამომავლოდ, „გეზ მოტორსი“ სადილერო ქსელის გაფართოებას გეგმავს, როგორც საქართველოში, ისე რეგიონებში. 2026 წელს კომპანია ბაზარზე ახალ SUV კლასის დატენვად ჰიბრიდს - SOUEAST S08 DM-ს წარადგენს, რომელიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ქართულ რეალობასა და მომხმარებლის მოთხოვნაზე.„SOUEAST-ის საქართველოში შემოსვლა „გეზ მოტორსისთვის“ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია. ეს ჩვენი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპს წარმოადგენს. ბრენდის ფილოსოფია, ტექნოლოგიური ხედვა და საერთაშორისო გამოცდილება სრულად ეხმიანება იმ მიმართულებას, რომლითაც „გეზ მოტორსი“ წლებია ვითარდება. ეს არის ბრენდი, რომელიც აერთიანებს მრავალწლიან საავტომობილო გამოცდილებას, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომფორტს. ჩვენი მიზანია ქართველი მომხმარებლებს შევთავაზოთ საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებული საავტომობილო ბრენდი. ამ პროცესში საქართველოს ბანკის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - პარტნიორის, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური კუთხით გვიჭერს მხარს, არამედ გვიზიარებს გამოცდილებასა და ბიზნესის განვითარების ხედვას. ეს თანამშრომლობა გვაძლევს სტაბილურობასა და თავდაჯერებულობას, რათა სწორად დავგეგმოთ კომპანიის განვითარება, გავზარდოთ მასშტაბი და უზრუნველვყოთ პროექტის მდგრადობა. სამომავლოდ, ახალი მოდელების შემოყვანას და სადილერო ინფრასტრუქტურის განვითარებას ვგეგმავთ როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, რაც პროექტის გრძელვადიან წარმატებას განსაზღვრავს“, - განაცხადა ლევან მიქაძემ, „გეზ მოტორსის“ კომერციულმა დირექტორმა.ინფორმაციისთვის, SOLO მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება მოქმედებს. შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ბმულს.
1768566949
კერძოდ, სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია $7.3 მლნ-ის ღირებულებით 10 ათასი ტონა ვაშლი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 28%-ით (2.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით ($2.3 მლნ) გაიზარდა.ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 197 ტონა); 540 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში, 83 ტონა სომხეთში და 21 ტონა ერაყში. ამასთან, რაც შეეხება ფასებს, სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი $0.73-ია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
1768561865
Artifact Apart Hotel თბილისის ისტორიულ უბანში მდებარეობს და 15 ინდივიდუალურ საცხოვრებელ აპარტამენტს აერთიანებს. აპარტამენტები სრულად არის აღჭურვილი საჭირო თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს და კაფეს Maluli by Chocoart, სადაც სტუმრებს ხელნაკეთი შოკოლადისა და სხვადასხვა კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა აქვთ.“Artifact Apart Hotel-ის პროექტზე მუშაობის პროცესში ჩვენი ძირითადი მიზანი იყო სივრცის გარდაქმნა ისე, რომ შეგვენარჩუნებინა მისი ისტორიული იდენტობა და კავშირი წარსულთან. ჩვენი გუნდი აქტიურად იკვლევდა უბანს, რათა პროექტის არქიტექტურულ და სივრცით გადაწყვეტაში ისტორიული მემკვიდრეობა სწორად ასახულიყო. პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ მის ფუნქციურ დაგეგმარებასა და ინტერიერის დიზაინში გამოყენებულ მასალებს, რაც ყოველდღიური გამოყენებისთვის ადაპტირებულ, კომფორტულ გარემოს ქმნის. Artifact Apart Hotel უკვე წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ვმასპინძლობთ როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან ვიზიტორებს. ჩვენი მიზანია მათ მაღალი ხარისხის მომსახურება მივაწოდოთ და სასიამოვნო გამოცდილება შევუქმნათ”, - განაცხადა ლიკა ჭუმბურიძემ, Artifact Apart Hotel - ის დირექტორმა.„საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს პარტნიორი ბიზნესების და მათი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყანაში სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას უწყობს ხელს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, თბილისში კიდევ ერთი აპარტ-სასტუმრო გაიხსნა. გვჯერა, სასტუმრო მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტებისთვის. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ირაკლი კიკალიშვილმა. (R)
1768557929
აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მნიშვნელოვნად შეამცირებს თბილისის, მცხეთისა და რუსთავის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების დაზიანებებზე რეაგირების დროს და უზრუნვეყოფს სამუშაო ლოკაციებზე ყველა საჭირო ტექნიკური ინვენტარისა და მასალის ოპერატიულ მიწოდებას.2025 წელს Aqualia-მ ჯივიპის ავტოპარკის განახლების პროექტის ფარგლებში ჯამში 9 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, რის ფარგლებშიც 32 ერთეული მსუბუქი და მაღალი გამავლობის ავტომობილი, 9 ერთეული სამგზავრო და სატვირთო მიკროავტობუსი და 20 ერთეული მძიმე სამშენებლო და სპეციალური ტექნიკა შეისყიდა.კომპანია ავტოპარკის განახლების პროცესს მომდევნო წლებშიც აქტიურად გააგრძელებს.(R)
1768557105
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ყინვის დროს „ასობით ათასი უკრაინელი, მათ შორის ბავშვები და სკოლები, გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა“.ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ დახმარება ხელს შეუწყობს „მილიონობით ოჯახის, ბავშვისა და მოხუცის გათბობითა და ელექტროენერგიით უზრუნველყოფის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ“.„ეს თანხები უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო დახმარებას ქვეყნის მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში რემონტის, აღდგენის, დაცვისა და გენერირებისთვის, რათა მკაცრი ზამთრის პირობებში სახლები, საავადმყოფოები და სკოლები უზრუნველყოფილი იყოს ელექტრიენერგიითა და გათბობით“, - აღნიშნულია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და უკრაინას შორის 100-წლიანი პარტნიორობის პირველი წლისთავის აღსანიშნავად, ქვეყანა აფართოებს „სკოლების დაძმობილების“ პროგრამას. აღნიშნული ინიციატივით ისარგებლებს 54 000 ბრიტანელი და უკრაინელი მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს ორივე სახელმწიფოს გრძელვადიან უსაფრთხოებასა და განვითარებას.შესაბამისად, მომავალი 3 წლის განმავლობაში, ორივე ქვეყნის კიდევ 300 სკოლა ჩაერთვება სიმბოლურ პროგრამაში — „პარტნიორობის 100 წელი“.უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ 2025 წლის იანვარში ხელი მოაწერეს ასწლიანი პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას.2024 წლის იანვარში უკრაინამ და გაერთიანებულმა სამეფომ ხელი მოაწერეს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას, რომელიც გახდა პირველი მსგავსი შეთანხმებების სერიებიდან, გაფორმებული მრავალ პარტნიორთან.
1768555082
„შეხვედრისას ამერიკულმა მხარემ მინისტრის მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კონკრეტული კატეგორიის ვიზების წარმოების დროებით შეჩერების საკითხს.კერძოდ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა, რომ მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო საქმის წარმოების შეჩერება ეხება მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული არ ვრცელდება ვიზებზე, რომელიც სხვა მიზნებისთვის გაიცემა.შეხვედრის ფარგლებში, ასევე, განხილულ იქნა როგორც ორმხრივი და მრავალმხრივი საკითხები, ისე რეგიონში მიმდინარე მოვლენები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1768552585
კომპანიის რელიზში აღნიშნულია, რომ გაზის მნიშვნელოვანი მოცულობების რეალიზებით, რომელსაც გაზის სამხრეთის დერეფნის ევროპული სეგმენტის, ტრანსადრიატიკული გაზსადენით ახორციელებს, კომპანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის ახალ ეტაპზე გადადის.ავსტრიისა და გერმანიისთვის იტალიის გავლით გაზის მიწოდებით მნიშვნელოვნად ფართოვდება ევროპაში აზერბაიჯანული ექსპორტის გეოგრაფია. ამრიგად, აზერბაიჯანულ გაზს უკვე 16 ქვეყანა ყიდულობს.
1768550120
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციის სექტორისთვის - ხელშეკრულების თანახმად, მომდევნო წლებში 150 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ის რიცხვები, რაც ზოგადად ავიაციის სექტორში გვაქვს - 2025 წელი ყველა მიმართულებით რეკორდული იყო, საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტი 8,5 მლნ მგზავრს მოემსახურა. ეს მონაცემები გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აუცილებელია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.ფრანგული სახელმწიფო კომპანია - Groupe ADP, რომლის მფლობელობაშიცაა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია", საქართველოს სახელმწიფოსთან შეთანხმებით, აეროპორტის მომავალი ხუთი წლით - 2031 წლის ბოლომდე ოპერირებას განახლებული პირობებით გააგრძელებს. ხელშეკრულება ითვალისწინებს აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის არსებული ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონს გადააჭარბებს. ასევე თვითმფრინავის 58 სადგომის რაოდენობა 65-მდე გაიზრდება.„აღნიშნული ინვესტიციით გაორმაგდება მგზავრთნაკადი, შესაბამისად, 2031 წლამდე, ვიდრე ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტი შევა ოპერირებაში, ADP Group და „ტავ ჯორჯია" განახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერირებას. აღსანიშნავია, რომ გასამმაგდება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემოსავალი, ის ასევე პროექტის ღირებულების საავანსო თანხას, დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულებით, „ტავ ჯორჯია" მონაწილეობას მიიღებს ავიაკომპანიების მარკეტინგული წახალისების სქემებში იმისთვის, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ავიაკომპანიები და შევასრულოთ დამატებითი პირდაპირი ფრენები", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.ამასთან, მინისტრის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შენდება ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც 2031 წლიდან ამოქმედდება და წლიურად დაახლოებით 20 მილიონ მგზავრს მოემსახურება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი კი ამ მიმართულებით ოპერირებას შეწყვეტს.
1768540320
სულხან გვალია LFG-სა და საქართველოს ბანკში პოსტს ტოვებს - მას შაგიძე ა...
1768467003
საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირებაზე თურქეთმა და აზერბაიჯანმა გრძ...
1767689165
კრემლი პოლიტიკას ცვლის – აფხაზეთი დამოუკიდებელი, ცხინვალი – რუსეთში
1767859088
„ხელბურთი 2026“ საკოლექციო მონეტა გამოდის
1767966492
2025-ში შრომა TBC-ის მენეჯმენტს აქციებით დაუფასეს
1768304863